ფეხბურთი

21:20 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი იანგს სიმულაციის გამო აკრიტიკებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი “კრისტალ პალასთან” გამართულ მატჩში ეშლი იანგის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, მას არ მოსწონს, როდესაც მისი ფეხბურთელები სიმულაციას მიმართავენ.

“მანჩესტერსა” და “კრისტალ პალასს” შორის გამართული შეხვედრის (2:0) მე-19 წუთზე, იანგმა, სიმულაციის გამო, ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა შემტევსა და სტუმარ ფეხბურთელს შორის კონტაქტი იყო, მოიესი მიიჩნევს, რომ არბიტრის გადაწყვეტილება სწორია.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ სიმულაცია არ მომწონს. იანგმა გაფრთხილება დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ მას მეტოქემ ფეხი დაუდო.

არ მომწონს, როდესაც ჩემი ფეხბურთელი სიმულიანტობს. იანგს ამ საკითხზე გავესაუბრები.

რაც შეეხება თამაშს, მეტის გატანა შეგვეძლო. ჩვენი გუნდი პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს Goal-ი.

0.119124