ფეხბურთი

10:24 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “ეს გარდამტეხი მომენტი არ არის”

წუხელ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” მოგების შემდეგ (3:0) “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი დევიდ მოიესი, ცხადია, გახარებული იყო, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მისი გუნდისთვის გარდამტეხი მომენტი არ არის: “კლუბის ხელმძღვანელობისგან ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ეს უფრო ჟურნალისტების მიერ გაბერილი თემაა. ორშაბათ დილით ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 3:0 უნდა მოგვეგო, რათა გულშემატკივრები გაგვეხარებინა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, - უთხრა მატჩის შემდეგ მოიესმა BBC-ის, - შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია გუნდისთვის, მაგრამ მე ასე არ მგონია. ერთი შემიძლია გითხრათ, ამ ადგილზე საკუთარ თავს დიდი ხნის მანძილზე ვხედავ.

“ოლიმპიაკოსთან” ჩინებულად ვითამშეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. ახლა მოუთმენლად დაველოდებით წილისყრას.”


0.129699