ჩოგბურთი

22:47 | 27.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მოია კარიერას ასრულებს?

მსოფლიოს ექს-პირველმა ჩოგანმა კარლოს მოიამ, შესაძლოა, პროფესიული კარიერა მომავალ სეზონში დაასრულოს. ევროპულმა სააგენტოებმა აღნიშნული დასკვნა ჩენაის ტურნირის ორგანიზატორის სიტყვებზე დაყრდნობით გამოიტანეს, რომელმაც ესპანელ ჩოგბურთელს “უაილდ ქარდი” უბოძა.
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კარლოსი გამოსამშვიდობებელ წელს ჩვენთან თამაშზე დასთანხმდა”, - აღნიშნა ჩენაის ტურნირის ხელმძღვანელმა Tennis Connected-თან საუბარში.
ცნობისთვის, ჩენაის ერთეულთა გათამაშების გარდა, მოია წყვილთა ტურნირშიც იასპარეზებს, სადაც მისი პარტნიორი ინდური ჩოგბურთს იმედი, ავსტრალიის ღია პირველობაზე, იუნიორთა შორის ჩემპიონი იუკი ბჰამბრი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155953