29 წლის მალელი ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო კარიერას, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთში განაგრძობს, მაგრამ “ლევანტეში” და არა “ვალიადოლიდში”.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარი სისოკო მოლაპარაკებებს “ვალიადოლიდთან” აწარმოებდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან კონტრაქტი “ლევანტესთან” გააფორმა. ფრანგული ფესვების მქონე ფეხბურთელი ვალენსიურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
სისოკოს ესპანეთში, კონკრეტულად კი ქალაქ ვალენსიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2003-05 წლებში ის “ვალენსიას” ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ, სისოკომ “ლივერპულში”, “იუვენტუსში”, პსჟ-სა და “ფიორენტინაში” ითამაშა.