ძნელია ამ თამაშზე დამატებითი კომენტარის გაკეთება, რადგან ტაბლოდან და სტატისტიკური მონაცემებიდანაც ყველაფერი ნათელია. როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ტაიტი გაანადგურა. თუმცა, განადგურებაცაა და განადგურებაც – ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა მეტოქეს 10 უპასუხო ბურთი გაუტანა.
„ფურია როხამ“ ოკეანეთის საუკეთესო გუნდის რბევა მატჩის დებიუტშივე დაიწყო – ფერნანდო ტორესი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, ესპანელებს „ხანგრძლივი“ პაუზა გამოუვიდათ და ანგარიშს გაზრდა მხოლოდ 31–ე წუთზე შეძლეს. ამჯერად, დავიდ სილვამ გამოიჩინა თავი ზუსტი დარტყმით.
ორიოდ წუთში, ტორესმა მეკარე ჩამოიშორა და დუბლი გაიფორმა, დავიდ ვილიამ კი, მეოთხედ დალაშქრა ტაიტელთა კარი და თავისი გუნდი შესვენებაზე 4–ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. შესვენებიდან დაბრუნებულ ესპანელთაგან კვლავ ვილიამ ისახელა თავი – „ელ გუახე“ ნაჩო მონრეალის გადაცემას გამოეხმაურა.
57–ე წუთზე, ტორესმა ჰეთ–თრიქი გაიფორმა, 64–ზე კი, თანაგუნდელის მსგავსად, ვილიამაც 3 გოლს მოუყარა თავი – 7:0. 66–ე წუთზე, ხუან მატა აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე და თავისი გუნდის უპირატესობა 8 ბურთამდე გაზარდა.
რამდენიმე წუთში, ტორესმა ტაიტელთა მეკარეს კიდევ ერთხელ აუარა გვერდი და პირველი სანაკრებო პოკერი „გამოაცხო“. ტაიტის ნაკრების ტანჯვას წერტილი დავიდ სილვამ დაუსვა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში დაამუშავა ბურთი და კარის ბადეში მიუჩინა ადგილი – 10:0.
რიო დე ჟანეირო. „მარაკანა“. 71806
ესპანეთი – ტაიტი 10:0
ესპანეთი: რეინა, ალბიოლი, ასპილიკუეტა, რამოსი (ნავასი 46), მონრეალი, ხავი მარტინესი, კასორლა (ინიესტა 76), ვილია, ტორესი, მატა (ფაბრეგასი 69), სილვა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ტაიტი: როში, ლუდივიონი, ვალარი, ლემერი (ვერო 74), კარუანი, ბურებარი (ტ.ტეო 69), აიტამაი, ჟ.ტეო, ტეაო (ლ.ტეო), ვაირუა, შონ იუ.
მწვრთნელი: ედი ეტაეტა
გოლები: 1:0 ტორესი (5), 2:0 სილვა (31), 3:0 ტორესი (33), 4:0 ვილია (39), 5:0 ვილია (49), 6:0 ტორესი (57), 7:0 ვილია (64), 8:0 მატა (66), 9:0 ტორესი (79), 10:0 სილვა (89)
გაფრთხილება: კასორლა (45)
კარში დარტყმა: 22 (15) – 1 (1) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 7 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 4
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყასაბი მაგრამ მე მაგრად მევასებოდა ყველგან ჟIლკით თამაშOბდა
კიდევ ერთი ძველი თაობის იგროკი წავიდა : (
თავის ამპლუაში დაასრულა თამაში... მე ვთვლი რომ თავისი დროის ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და ნამდვილი კაპიტანი თავისი ხასიათით... მთელი კარიერა გრანდებში და ძალიან მაღალ დონეზე იყო მუდამ.
მაგარი იყავი მარკ.
იეს xuligani ufroa kidia sxvisi janmrteloba ra mnish aq danit dachri tu patkatit 9gaushveb loginshi
ძაან მაგარი იყო თავის პოზიციაზე და რატო არ მოსწონდათ დღემდე ვერ ვხვდები
დამსახურებული კაპიტანი იყო მიუნხენში და ძალიან მაგარი მილანში
მანამდე ბარსელონაში და პსვ შიც მხეცი იყო
წაუზიდანა ვითომ?
არა ზიზუს გან განსხვავებით ამან წითელი ბარათით მთელი თავისი კარიერის აპოთეოზი გამოსახა
უხეშობა