საკალათბურთო ევროპირველობაზე დღის მატჩების მსგავსად ინტრიგა არც საღამოს შეხვედრებს დააკლდა. გერმანელებმა და ბელგიელებმა გამარჯვებული ხუთწუთიან დამატებით დროში გაარკვიეს, ჩვენ ჯგუფში კი წინასატურნიროდ აუტსაიდერად შერაცხულმა ჩეხეთმა ერთი ქულით პოლონეთს მოუგო.
A ჯგუფი
გერმანია - ბელგია 73:77 დ.დ. (16:14, 10:21, 15:13, 22:15, 10:14)
ბელგიამ გუშინ უკრაინასთან მატჩი მეოთხე მეოთხედში დათმო, დღესაც დასკვნითი პერიოდის დაწყებამდე საფრანგეთის დამმარცხებელ გერმანიას 7 ქულას უგებდა, მაგრამ უპირატესობა ამჯერადაც ვერ შეინარჩუნა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში ბელგიელებმა მობილიზება მოახერხეს და წლევანდელ ევრობასკეტზე პირველი მოგება იზეიმეს.
გერმანია: ბენცინგი (24ქ, 5მ), შაფარჟიკი (15ქ, 7მ), პლაისი (10ქ, 9მ).
ბელგია: მასო (15ქ, 8მ), ტაბუ (15ქ, 6მ, 5პ), ერველი (11ქ, 9მ), ვან როსომი (10ქ), მუკუბუ (10ქ).
B ჯგუფი
სერბეთი - ბოსნია 77:67 (28:16, 17:15, 19:18, 13:18)
წინასაევროპისჩემპიონატოდ გამართულ ტესტ-მატჩში საქართველომ სერბეთის დამარცხება მოახერხა, რაც ჩვენი ნაკრების ძალას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დუშან ივკოვიჩის გუნდი მეტად ძლიერი რომაა, 4 და 5 სექტემბერს დაამტკიცა. სერბებმა დამაჯერებლად ჯერ ლიტვას მოუგეს, დღეს კი მეზობელ ბოსნიასთან ურთიერთობა დასკვნითი პერიოდის წინ უკვე გარკვეული ჰქონდათ. ეს ჯგუფი ყველაზე თანაბარი და რთულია, სერბებმა კი 2 სასტარტო მოგებით მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წონადი განაცხადი გააკეთეს.
სერბეთი: მარკოვიჩი (15ქ, 7მ, 3პ), კატიჩი (12ქ), ნედოვიჩი (11ქ, 6პ), კრსტიჩი (10ქ).
ბოსნია: დედოვიჩი (17ქ, 7მ), ტელეტოვიჩი (16ქ, 5მ), კიკანოვიჩი (13ქ, 6მ), პერშიჩი (10ქ).
C ჯგუფი
პოლონეთი - ჩეხეთი 68:69 (25:12, 13:22, 11:16, 19:19)
საქართველოსთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ პოლონელებმა ჩეხებთან თავდაპირველად საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო გახლდათ.დასკვნით მეოთხედში პოლონეთი კვლავ წინ გაიჭრა 66:58, ჩეხებმა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ბოლო წუთის განმავლობაში ვეტერანმა ლუბოშ ბარტონმა 2 სამქულიანი ჩააგდო (ბოლო საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე) და დიდწილად განაპირობა თავისი გუნდის პირველი მოგება. პოლონელებმა კი მარცხი უპირველესად საკუთარ თავს უნდა დააბრალონ – დირკ ბაუერმანის გაწვრთნილმა მოთამაშეებმა ბურთი 16-ჯერ დაკარგეს.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩეხებმა ევროპის პირველობაზე გამარჯვება 14 წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმეს.
პოლონეთი: იგნერსკი (17ქ), ლამპე (14ქ, 7მ), კელატი (10ქ, 6მ).
ჩეხეთი: ვესელი (23ქ, 14მ), სატორანსკი (10ქ), ბარტონი (10ქ).
D ჯგუფი
იტალია - თურქეთი 90:75 (22:19, 22:15, 30:23, 16:18)
სტარტზე მოპოვებული 2 მოგების მიუხედავად იტალიელთა უკანახაზელი მარკო ბელინელი აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წინ 3 რთული მატჩი ელის. თურქებთან ასპარეზობის ბედი კი მესამე პერიოდში საბოლოოდ გაირკვა – აპენინელებმა 17 ქულიანი ჰანდიკაპი მიიღეს და ამ უპირატესობას ხელიდან რომ არ გაუშვებდნენ, ცხადი იყო.
გუშინ რუსეთთან მოგებულ შეხვედრაში ლუიჯი დატომემ 25 ქულა გააკეთა, დღეს იგი თურქებს 31 წუთის განმავლობაში დაუპირისპირდა, თუმცა პარკეტი უქულოდ დატოვა.
იტალია: არადორი (23ქ), ჯენტილე (20ქ), ბელინელი (17ქ), მელი (14ქ, 10მ)
თურქეთი: აშიკი (12ქ), თურქოღლუ (12ქ), ილიასოვა (11ქ, 6მ), ჩეტინი (11მ).
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩერნოგორია-ბოსნია
1-stripslashes((strlen('http://www.youtube.com/edit?video_id=oFGWRwSL-Sk&ns=1')>0?' http://www.youtube.com/edit?video_id=oFGWRwSL-Sk&ns=1':' http://www.youtube.com/edit?video_id=oFGWRwSL-Sk&ns=1'))
ჩეხებს კი მოვუგებთ, მაგარამ სლოვენიასთან რა გითხრა?
მაგათაც მოვუგებთ
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
ჩვენ მოვუგებთ ჩეხეთს
ხორვატია fibas საიტზე 5 ადგილზეა ჩეხეთიც უსწრებს ჩვენ კიდე 3 ვართ,როგორც ჩანს ბურთებს ენიჩება უპირატესობა
სანამ დამთავრდება ჯგუფში ყველა თამაში, მანამდე ბურთებით ითვლიან. რომ მორჩება თამაშები, მერე ერთნაირი ქულების გუნდებს ურთიერთშეხვედრით გამოავლენენ
ტოტალიზატორი ღრმადაა შეჭრილი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ფეხბურთი ამიტომაც უინტერესო გახდა ჩემთვის. ერთი რაგბია ასე თუ ისე დაცული. არ მინდა რაგბშიც ღრმად შეტოპონ. ადრე მაგრა ვგულშემავტკივრობდი ფეხბურთს, კრივს... დღეს უკვე ისე რა. ტოტალიზატორმა ოლიმპიადაზეც შეახწია.
სლოვენია-ესპანეთი
1-2stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw')>0?' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw':' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw'))
3-4stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE')>0?' https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE':' https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE'))
წინა ევროპის ჩემპიონატზე იყო, როცა ჩვენი ჯგუფიდან 3 გუნდა ერთნაირი ქულები დააგროვა და მათ შორის იყო ჩვენი ნაკრები. მაშინ ჩვენ გავედით რადგანაც დანარჩენ გუნდებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვქონდა.
აუ ამ კალათბურთებზე საერთოდ არა დასადები მოვუტYAN ევრო ბასკეტი ყველა ტეხავს
cincadze turis mvp gaxda xo!? magaze meti aravis chaugdia moxsnebic da pasebitac ert-erti sauketeso iko
ტურის მვპ წაგებული გუნდის მოთამაშე არასოდეს არ ხდება სულ რო 80 ქულა გააკეთოს მაინც ისე ბუმ ძაან მაგრად ითამაშა
ok
erti statia mouzgveni admin imas tu ra xdeba im shemtxvevashi tu 2 gundi tanabar kulebs agrovebs an 3 gundi ras enicheba upiratesoba da ase shemdeg.rogorc chans ragac msgvasi scenari ikneba chvens jgufshi da jobs vicodet ra da rogor
ძაან გამიხარდა რუსების მეორე წაგება. საბერძნეთი - რუსეთი 80 - 71
ეჰ რაღაც ცუდად წავიდა ამბები რა
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების ნაკრებები ევროპაში უძლიერესები არიან. ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ საქართველოს დონე ამაღლებულია და ნახეთ როგორ სწორი-სწორზე ვეთამაშეთ სერბეთსა და ხორვატიას. არაფერს ვამბობ ბოსნიელებსა და ჩერნოგორიელებზე, რომლებსაც უფრო დაბალი დონე აქვთ. ძალიან მწყდება გული, რომ ფაჩულია და შენგელია გვაკლია. ამ წელს ბევრის მიღწევა შეგვეძლო.
fachulia da tokostan ertad sakartvelo evropis 10 nakrebshi udaod aris.ubralod carmoudgeneli progresi ganicada chvenma gundma 5-6 clis cin rasac tamashobdnen imastan shedarebit 10 jer akvt momatebuli.
მართალი ხარ ჩვენებმა ხომ მოუმატეს და მოუმატეს კარგი ახალგაზრდებიც იზრდებიან და გამოჩნდნენ ამ 5-6 წლის განმავლობაში და ამას პლუს საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესო არაევროპელი გვყავს ამ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეთა შორის მეოთხედფინალში მოვახერხებდით გასვლას სავარაუდოდ თოკოსთან და ზაზასთან ერთად თანაბარი სიძლიერის(ძლიერები) მაღლები და დაბლები გვეყოლებოდა ამას + სკამიდან შერმადინი რიკი ჰიკმენი ნუ ფაცაციაც და ძალიან მაგარი გუნდია გამოკვეთილი, დიდი ნაკლი არ აქვს
და სათაური ვიზეა?
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩეხებმა ევროპის პირველობაზე გამარჯვება 14 წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმეს.
არ წაგიკითხავს ალბათ
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების ნაკრებები ევროპაში უძლიერესები არიან. ბოლო თამაშებმა აცვენა, რომ საქართველოს დონე ამაღლებულია და ნახეს როგორ სწორი-სწორზე ვეთამაშეთ სერბეთსა და ხორვატიას. არაფერს ვამბობ ბოსნიელებსა და ჩერნოგორიელებზე, რომლებსაც უფრო დაბალი დონე აქვთ. ძალიან მწყდება გული, რომ ფაჩულია და შენგელია გვაკლია. ამ წელს ბევრის მიღწევა შეგვეძლო.
ხალხნო რა მაინტერესებს . ევრობასკეტზე უპირატესობა ბურთების შეფარდებას ენიჭება თუ ურთიერთშეხვედრებს? იმიტომ გეკიტხებით, რომ ხორვატებთან წაგების მიუხედავად, FIBA - ს საიტზე მაინც ჩვენ ვართ მათზე წინ!
ბურთებს
აუთსაიდერი ეძახეთ ჩეხეთს და არაუთსაიდერ პოლონეთს კი მოუგო
))
არ გვინდოდა არაპრიტ სლოვენიის მოგება !!
თუ არ ვცდები 8 ქულით იგებდა ესპანეთი და როგორ წაააგოოო ერთიიი, არ გვინდოდა, მაგრამ ......
კაი რა 8ქულა რა არის არც არაფერი 8ქულის დაქაჩვა ერთ წუთზე ნაკლებ დროშიც შეისაძლებელია
მდაააა..... რა უღიმღამოდ დაიწყო ესპანეთისა და სლოვენიიის თამაში ,და ეტაპობრივად ისე განვითარდა თვალი ვერ მოვწყვიტეეეე.... ესეც ფავორიტი ესპანეთი
სლოვენია-ესპანეთი 78-69
მოიგო სლოვენიამ
და ჩვენ გვინდა სლოვენიასთან მოგებააა?




მეც ეგ გავიფიქრე
))
რა ქნეს ეს ტოო
სლოვენია-ესპანეთი
2- stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k')>0?' https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k':' https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k'))
ყოჩაღ მაინც ჩვენს ბიჭებს, ქება და ქება და უდიდესი პატივისცემა მათ თავდადებისთვის.
ეხლი კი მოდით ყველანი ცოტათი ძირს დავეშვათ და ვიგაცეების იმედზე ყოფნას თავი გავაბენოთ, სხვაგვარად ვიმსჯელოთ.
რამდენადაც ულამაზესი სპორტია ეს დალოცვილი კალათბურთი, იმდენად ხშირია ალოგიკური რეზულტატები როგორც წესი. მეორე დღეა უკვე რასაც თვალს ვადებნებ და სხვა რომ არაფერი ვთქვა ჩვენს ჯგუფში რაც ხდება უკვე ეს ადასტურებს ყოველივე ამას. ჩვენ პოლონეთი გავანადგურეთ, პოლონეთმა ჩეხეთთან 1 ქულით წააგეს, ამ ჩეხებმა სლოვენიელებს კინაღამ მოუგეს, სლოვენია ესპანეთს ტოლი სწორს ეთამაშება ეხლა და ესპანეთმა კი ხორვატია გაანადგურა, რომელთანაც ესეთი დასანანი მარცხი განვიცადეთ. მოდით ერთი აბა და რამე ლოგიკას თუ ნახავთ ამ შედეგებში მომაჭერით კისერი, სხვა ჯგუფებში რა ხდება რომ არაფერი ვთქვათ. მით უმეტეს ძალიან არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და მეცინება რომ ამ ვითარებაში კიდე ვიღაცის იმედზე ყოფნის თეორიებს ვავრცელებთ)
ხოდა ამ ლოგიკით ნაღდად არ გამოვრიცხავ რომ ჩეხეთთან წავაგოთ და სლოვენიელებს მოვუგოთ.
და ესპანელებთან კიდე როგორ და რა იქნება კაცმა არ იცის.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ყველას გამორჩა,და რატომღაც უმნიშვნელოდ მიაჩნიათ. ყოველივე კარგთან ერთად ცუდზეც უნდა ვიფიქროთ. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ დარჩენილი ყველა თამაში წავაგოთ და თეორიულად ისევ და ისევ ამ ლოგიკის მიხედვით ბოლო ადგილზე გავიდეთ?? გვინდა ეხლა ჩვენ ბ დივიზიონისკენ მიმავალ გზას გავუდგეთ??? არარელაურია ხომ?? მაგრამ ესეც ვიფიქროთ რა)))) ამიტომ 1 მოგება ყველა ვარიანტში გვინდა კიდევ, თან ჰაერივით გვჩირდება!!!
B დივიზიონი გაუქმდა აღარ არსებობს A და B დივიზიონები!
ჩვენს ქვემოთ რაღაც ხომ არსებობს))))
ჩემს ქვემოთ 25 სანტიმეტრიანია
ლიჩნად ჩემს ქვემოთ სკამია ამ წუთას და სხვისი არ ვიცი


დიდ ნაკრებებში აღარაა ეგ განცალკევება როგორც ფეხბურთშია ისეა კალათბურთშიც იმის მერე რაც ევრობასკეტზე გუნდების რაოდენობა 16 დან 24 მდე გაიზარდა!
ასაკობრივებში კი არის A და B დივიზიონები
უბრალოდ ამ ტაბულამ დამაეჭვა ცოტა
0?'>http://www.altiusdirectory.com/Sports/eurobasket-schedule.html':'>http://www.altiusdirectory.com/Sports/eurobasket-schedule.html'))
დასაეჭვებელი აქ არაფერია
ხალხნო რა მაინტერესებს . ევრობასკეტზე უპირატესობა ბურთების შეფარდებას ენიჭება თუ ურთიერთშეხვედრებს? იმიტომ გეკიტხებით, რომ ხორვატებთან წაგების მიუხედავად, FIBA - ს საიტზე მაინც ჩვენ ვართ მათზე წინ!
ჩეხეთი-პოლონეთი
1- stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=8taYshi7L5I')>0?' https://www.youtube.com/watch?v=8taYshi7L5I':' https://www.youtube.com/watch?v=8taYshi7L5I'))
2- stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=RIR3MUa6XVI')>0?' https://www.youtube.com/watch?v=RIR3MUa6XVI':' https://www.youtube.com/watch?v=RIR3MUa6XVI'))
როგორ მოხდა რაღაც დაწერეთ, პირველი ტურის მიმოხილვა რატო არ დაწერეთ? ევროპის ჩემპიონატი მიდის, ამაზე არაფერს წერთ და ოლიმპიადაზე რუსეთი რო მეძავების იმედადაა იმას აქვეყნებთ, სპორტული საიტია თუ პორნო საიტი?
კარგად არ გინახავს !
1 ტურის მიმოხილვაცაა!
სლოვენია-ესპანეთი
0?'>https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw':'>https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw'))