ფეხბურთი

20:40 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს კარიერის “რეალში” დასრულება უნდა

“რეალის” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერის მადრიდულ გუნდში დამთავრებაზე ალაპარაკდა.

“რეალიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია და ამ გუნდში გადმოსვლას შეცდომად არ მივიჩნევ. “რეალში” ტრანსფერით ჩემი ოცნება ახდა.

“რეალში” მინდა იმდენხანს დავრჩე, რამდენიც შესაძლებელია. თუ შესაძლებელი იქნება, კარიერის აქ დასრულებაც კარგი იქნებოდა. მადრიდში თამაშით ამაყი ვარ. ბავშვობიდან ისეთ დიდ გუნდში თამაშზე ვოცნებობდი, როგორიც “რეალია”.

კარლო ანჩელოტი მენდობა. მან თავიდანვე მაგრძნობინა, რომ ჩემი გუნდში დატოვება სურდა.” – აცხადებს 28 წლის ნახევარმცველი.

ლუკა მოდრიჩი “რეალში” 2012 წელს გადავიდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 86 თამაში ჩაატარა და 6 გატანილი გოლის გარდა, თავი 15 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

0.113466