ფეხბურთი

16:13 | 4.06.2014 | ნანახია 803 - ჯერ

მოდრიჩი სამშობლოში კვლავ პირველია

 

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გასული სეზონის ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს. ამის შესახებ ხორვატული გამოცემა vecernji.hr-ი იუწყება.

ხორვატიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თავისი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს. გასულ სეზონში მან “რეალის” შემადგენლობაში ყველა ტურნირში 51 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მოდრიჩმა მადრიდელებთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამჟამად, 28 წლის ნახევარმცველი ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06472
803