ფეხბურთი

11:01 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: “ნეიმარს შევაჩერებთ”

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში მისი თანაგუნდელები ბრაზილიის ნაკრების ლიდერ ნეიმარის განეიტრალებას შეძლებენ. მადრიდის “რეალის” შუახაზელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გასული საკლუბო სეზონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნეიმარს “ბარსელონას” რიგებში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

“ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ნაკრებში განსაკუთრებით კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ევროპაში განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს A Bola – ბევრმა გუნდმა შეძლო მისი შეჩერება და ჩვენც მოვუხერხებთ რამეს”.

 

0.130831