ფეხბურთი

16:59 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოდებაძე – “მერანი” 3:0

ორივე გუნდს ახალი მწვრთნელები ჰყავს და საინტერესოა უახლოეს მომავალში როგორ შეიცვლება მათი სათამაშო ხელწერა. გორელებმა უკვე მეორე მატჩი მოიგეს რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით, მარტვილელები კი კახა ჩხეტიანის თავკაცობით ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ. გორელთა ლიდერმა ირაკლი მოდებაძემ დუბლი მიითვალა, წლევანდელ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 9-მდე გაზარდა და ბომბარდირთა დავასაც ჩაუდგა სათავეში.

მე-11 წუთზე ალადაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი მეკარის ბაქანთან ჩაჰკიდა, იქ კი ყველას მოდებაძემ დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. რამდენიმე წუთში ისევ მოდებაძემ შორიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიხეილ ხარშილაძის კარს. 31-ე წუთზე მოდებაძის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა დავით ბოლქვაძემ.

მეორე ტაიმში გორელები ისევ ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა სახიფათო მომენტები ბევრი აღარ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ერთი კიდევ გაიტანეს. უკვე მსაჯის მიერ წამატებული მე-5 წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმრებმა საჯარიმოში თეიმურაზ ღონღაძე წააქციეს, მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად დაარტყა იმავე მოდებაძემ.

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

3 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: რევიშვილი, ალადაშვილი (გაგნიძე 72), კვახაძე, თეიმურაზ ღონღაძე, ხიზანეიშვილი, გაფრინდაშვილი, აბურჯანია (დიასამიძე 55), მაისურაძე, ბოლქვაძე (ქვილითაია 83), დოლიძე, მოდებაძე

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

მერანი: ხარშილაძე, ქარქუზაშვილი, ლაშა ღონღაძე, გაბუნია, მელიავა, გეგეჭკორი, კერძევაძე, ფონიავა, მელქაძე (აშორტია 83), ქათამაძე (ქარდავა 70), ბაბუნაშვილი

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 მოდებაძე (11), 2:0 ბოლქვაძე (31), 3:0 მოდებაძე (პენ, 90+5)

გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (32)

მსაჯი: ო. ხეცაძე

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი  (88)

გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84) 

გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”) 

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები არ არიან

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                                                         11      8      2      1      27:9      26     
2 ჩიხურა        10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო     10 5 4 1 15:17  19
4 გურია        11 6 0 5 11:14 18
5 დილა             11 5 3 3 16:11 18
6 მეტალურგი   11 5 3 3 16:15 18
7 ზესტაფონი    11 4 3 4 12:8 15
8 მერანი                    11 4 0 7 12:25 12
9 ვიტ ჯორჯია  11 3 3 5 15:17 12
10 სიონი         11 2 4 5 11:15 10
11 სპარტაკი     11 2 1 8 8:16 7
12 ზუგდიდი                                                     11           1           4           6           5:16           7

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”) 

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.118054