სხვა

15:34 | 9.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოცურავეები აზერბაიჯანში მიემგზავრებიან

საქართველოს მოცურავეთა ნაკრები დღეს, 9 მაისს, აზერბაიჯანის ქალაქ გუბაში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ განუცხადა.
ტურნირი 11-დან 13 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასში 1992 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. ქართველ სპორტსმენებს კონკურენციას აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის გუნდები გაუწევენ.
“საქართველოდან აღნიშნულ ტურნირში 1994-1998 წლებში დაბადებული სპორტსმენები გამოვლენ, რადგან 1992 წელს დაბადებულები ვერ მიგვყავს. 1994-წლიანებს ასეთი რანგის ტურნირის გამოცდილება უკვე აქვთ, მომზადებაც შესაბამისი გავიარეთ და საპრიზო ადგილებს ვგეგმავთ. მართალია, მოწინააღმდეგეთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს (მაგალითად, თურქმენეთსა და უზბეკეთს კარგად არ ვიცნობთ), მაგრამ რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას კონკურენციას გავუწევთ”, - განაცხადა აბზიანიძემ.

მაკა თოიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09784