მოსკოვში დვორკოვიჩის სახელობის ტურნირზე მოთამაშე ნორჩ ქართველ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მე-3 ტურშიც მარცხი განიცადა. ქართველები ლიდერ უკრაინას დაუპირისპირდნენ და 1.5:2.5 წააგეს. მარცხი განიცადეს გიორგი სიბაშვილმა (2186) და ნიკა ღვამბერიამ (2047), ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა (2047) ყაიმი გააფორმა, ხოლო ერთადერთი გამარჯვება მარიამ ჭოლაძემ (1932) იზეიმა. ქართული ოთხეული 8 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი აზერბაიჯანთან