საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 27 მაისს ტრომსოს (ნორვეგია) 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება დაასრულა, რომელიც ლოპოტაზე გაიარა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეკრებაზე იმყოფებოდნენ ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი. გუნდის კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები: ზურაბ სტურუა, ხვიჩა სუპატაშვილი და დავით ჯოჯუა.
ტრომსოს 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარე წლის 1-14 აგვისტოს ჩატარდება.