ფეხბურთი

12:00 | 10.07.2014 | ნანახია 2827 - ჯერ

მოახდენს "სიონი" მინი-სენსაციას?

 

ბოლნისის "სიონი" ჩარტერული რეისით გაემგზავრა ალბანეთში, სადაც დღეს 21:00 საათზე (თბილისის დროით) ქალაქ ვლიორის "ფლამურტარის" შეხვდება. ეს ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის II მატჩია, პირველ შეხვედრაში კი, როგორც იცით, ლადო ბურდულის გუნდმა 2:3 წააგო. წააგო "მიხეილ მესხზე", მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ.

ასე რომ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჰანდიკაპით მოგებაა აუცილებელი, რაც ძალიან რთული იქნება, თუმცა არა – შეუძლებელი. "სიონი" ალბანეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მირზა მერლანი, გურამ გიორხელიძე, დავით იმედაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ადამია, დაჩი ფოფხაძე, თორნიკე აფციაური, ილია კანდელაკი, ალეკო გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, ვილი ისიანი, ზაზა მამასახლისი, დავით სვანიძე, სოსო ჭიკაიძე, გიორგი განუგრავა, ჯაბა უგულავა.

"სიონს" არ ეყოლება გიორგი კახელიშვილი, რომელიც რუსეთის I დივიზიონის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს კარიერას. სამაგიეროდ, ალეკო გოგობერიშვილი ითამაშებს: მან პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

"ფლამურტარის" სტადიონი 9500 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, ამ წყვილში გასული II ეტაპზე რუმინეთის "პეტროლულს" შეხვდება. 


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:54 | 10.07.2014
nugo1113 (1656)

2 დავწერე და ამათი ფეხბურთის აზროვნება მოვდღ წინასწარ, მოსიარულე მკვდრები

18:18 | 10.07.2014
octopus77 (3)

განუგრავას დონის ფეხბურტელი სკამს არ უნდა ათბობდეს

18:17 | 10.07.2014
octopus77 (3)

ისიანი ყავდა ბოლნისს თამაშზე შეიძლება ითქვას,სხვა დანარჩენი და მათ შორის წაგებაც ბურდულის შედეგია,ცენტრს ბურთი არ ეჭირა და სათადარიგოებზე ისეთი ფეხბურთელები დატოვა აბა რა ეგონა,მარტო გოლობს გაიტანდა და მოიგებდა? დღევანდელი თამაში კი რათქმაუნდა სიონის მოგებით უნდა დამთავრდეს

18:16 | 10.07.2014
sandrinio10 (1411)

მიდი სიონიიი. განუგრავა გოლი გვინდაააა ორიიი

17:14 | 10.07.2014
ervandi (232)

chixuras tamashi lokomotivzea?

16:30 | 10.07.2014
დროგბა (16450)

magrad yomaroben ra naxet reebi moxda taimbolebi dausviat xalxs 44 kushi

15:46 | 10.07.2014
M.U2015 (19400)

კარგი თუ ვერ გავიდა კულები მაინც აიხოს რეიტინგისთვის არ ცააგოს მაინც

14:05 | 10.07.2014
vergavige (196)

მოკლედ ქართველებს ოღონდ აბლატავე და მეტი არაფერი არ უნდათ.
თუ მოგება გინდოდა ვინ გიშლიდა თბილისში? ტაქტიკურადაც გვაჯობეს, ტექნიკურადაც და სისწრაფით საერთოდ შეგვჭამეს.
სირცხვილია, რომ ვაღიაროთ იმათი სიძლიერე?
მაგრამ მაშინ 14-16 გუნდს როგორ დაასაბუთებ?

15:27 | 10.07.2014
dattt (561)

პირველ რიგში გულშემატკივრობა და გუნდის მხარდაჭერა უნდა ვისწავლოთ. თამაშის წინ ნეგატიური ფონის შექმნა არავის სიამოვნებს, არც ფეხბურთელს და არც გულშემატკივარს.

15:52 | 10.07.2014
jofrey (713)

როგორ გინდა უგულშემატკივრო იმ გუნდს წინასწარ გარიგებულ თამაშს რომ ტამაშობს და საკუტარ ტაიმბოლით წაგებაზე დებს????
bcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/t31.0-8/10428158_730072160386496_7884674189912137185_o.jpg

13:26 | 10.07.2014
El Fenomeno (2082)

კი კაი კუშს დაიჭერს ბურდული ახლა ალბათ 1/2 წამოიღებს ))

13:17 | 10.07.2014
chamilo (33560)

აქ შემოდით სასტავ

13:06 | 10.07.2014
liverpool1988 (197)

ვაა ყოჩაღ კახელიშვილს, ამ დროს უნდა მიატოვო გუნდი, აბა სხვა როდის! თან მითუმეტეს თუ ესეთ გრანდში გადადიხარ როგორიც რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდია. არაფერი გვეშველება და საერთოდ ევროტურნირებზე 2 გუნდზე მეტი არ უნდა გადიოდეს საქართველოდან. ყოველთვის თავს გვჭრიან. თან ორი გუნდი რომ გავა, მერე მოგებაზე 0.25 ქულის ნაცვლა 0.5 დაგვეწერება)))

15:18 | 10.07.2014
dattt (561)

ეს რა ჭირი გვჭირს, ვერ გავიგე, ამ დროს გუნდის მიტოვება შეიძლება? თავმოყვარეობაზე არ მოქმედებს ჭ კლასის გუნდებში რომ სინჯებზე მიდიან? დაეტიე რა ცოტახანი და გადადი მერე ცოტა ძლიერ კლუბში, 30-ს ხომ არ ხარ გადაცილებული, რომ ფულს გაეკიდო???????

13:02 | 10.07.2014
jofrey (713)

bcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/t31.0-8/10428158_730072160386496_7884674189912137185_o.jpg

როგორც ,,ღირსეულად" იბრძოლეს ბიჭებმა თბილისში, ისევე ღირსეულად მოიგებენ იქაც 0-1 ან შეიძლება 1-2 და განაცხადებენ თავაწეულები (უფრო სწორი იქნებოდა ტოტალიზატორში მოგებით ჯიბეგავსებულები) გამოვვარდითო...

12:21 | 10.07.2014
Babajuju (2597)

მეტი არაა ჩემი მტერი სიონმა რამე ქნას (

12:15 | 10.07.2014
alejandro (44439)

ორი ბურთით მოგება გვინდა,რაც ძალიან გაგვიჭირდება!
თუმცა შეუძლებელი არაფერია...

12:17 | 10.07.2014
Georgian Culé (4)

3:4 ზეც ყაბულს ვართ.

14:16 | 10.07.2014
I am psychically sick of loving manchester united (454)

ვინაა 4 გოლის გამტანი ტორეკიხDდდდდ

12:38 | 10.07.2014
alejandro (44439)

მეც

12:13 | 10.07.2014
დიტო (14812)

შეუძლებელი არაფერია

15:12 | 10.07.2014
dattt (561)

მადვილად

12:11 | 10.07.2014
Georgian Culé (4)

ჩვენი ბიჭები არიან, რაც შეუძლიათ აკეთებენ, მათ უბრალოდ გვერდში დგომა და მხურვალე მხარდაჭერა სჭირდებათ და არა უაზრო კრიტიკა და ლანძღვა-გინება საფეხბურთო "ექსპერტების" მიერ.

13:00 | 10.07.2014
jofrey (713)

bcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/t31.0-8/10428158_730072160386496_7884674189912137185_o.jpg

აი სიონის ტოტალიზატორზე ყომარის ფაქტი!!! ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი წვრილ-წვრილი თანხა ექნებოდათ თვითონვე დადებული საკუთარი თამაშის ტაიმბოლით წაგებაზე...
ვფიქრობ დღეს ,,ღირსეულად" იბრძოლებენ და 0-1 მოიგებენ გასვლაზე და თავს ამით იმართლებენ ''ვიბრძოლეთო" და არ გაგვიმართლაო.

მასის დაბოლება ხომ ძალიან ადვილია...

15:12 | 10.07.2014
dattt (561)

არ გვინდა კრიმინალის დაბრალება გუნდზე. დაველოდოთ თამაშს, სიონი გავა, მაგისთანები მომხდარა?

13:53 | 10.07.2014
jokua (3910)

fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/t31.0-8/10428158_730072160386496_7884674189912137185_o.jpg

ვითომ მთელმა შტაბმა პერსონალურად დადო ასეთი ფსონი?

12:48 | 10.07.2014
jokua (3910)

ფლამურტართან შინ რომ წააგებ რამე როგორ არ უნდა თქვა?!-მაგას ეძახი უაზრო კრიტიკას?

12:10 | 10.07.2014
El Capitano 7 (35967)

ვერ მოახდენს

12:14 | 10.07.2014
Georgian Culé (4)

გამორიცხული არაფერია. სიონს ამ სიტუაციაშიც შეუძლია ფლამურტარის ბარიერის დაძლევა, უბრალოდ ბევრი მონდომება და ცოტა იღბალია საჭირო.

15:09 | 10.07.2014
dattt (561)

მოახდენს

0.125792