ფეხბურთი

16:55 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

MLS-ი 2 წლის შემდეგ: ჩავი, რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი...

2015 წლიდან, ამერიკის MLS-ში ახალი კლუბი – “ნიუ იორკ სიტი” იასპარეზებს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გადაბირებას გეგმავს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ნიუ იორკელთა მთავარი სატრანსფერო სამზინეები ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”) და რონალდინიო (“ატლეტიკო მინეირო”) იქნებიან.

კლუბი ოფიციალურად ოთხშაბათს შეიქმნა. აქციების 100% “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუ იორკ იანკისის” მფლობელებს ეკუთვნით.

ზემოთთქმული ფეხბურთელების გარდა, “ნიუ იორკ სიტი” ანდრეა პირლოს, კარლოს ტევესსა და ფრენკ ლამპარდს მიიწვევს. ამ კლუბის მთავარი მიზანი “ნიუ იორკ რედ ბულსის” დაჩრდილვა იქნება, სადაც ტიერი ანრი, ჟუნინიო პერნამბუკანო და ტიმ კეჰილი თამაშობენ.

 

0.114407