ჭადრაკი

19:32 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ მჭედლიშვილმა “პორტო სან ჯორჯოს” ტურნირი მოიგო

იტალიის ქალაქ პორტო სან ჯორჯოში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც 12 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ მიხეილ მჭედლიშვილს ერგო. მართალია, ქართველმა სპორტსმენმა დანიილ დვირნსა (იტალია) და გამოცდილ ოლეგ რომანიშინთან (უკრაინა) ერთად 7,0-7,0 ქულა დააგროვა, მაგრამ მეტოქეებზე უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და პირველი ადგილიც ამიტომ ერგო.

პირველი ადგილის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი დვირნის ჰქონდა, რომელიც ბოლო ტურის წინ უახლოეს მეტოქეებს ნახევარი ქულით უსწრებდა. ბოლო ტურში დვირნი თანამემამულე ალექსიო ვალსეჩის დაუზავდა, ხოლო მჭედლიშვილმა და რომანიშინმა, შესაბამისად, დევიდ ექლესტონი (ინგლისი) და ნიკოლას პალტრინიერი (იტალია) დაამარცხეს.


0.120101