ჭადრაკი

14:12 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გურევიჩი კონსტანტინ საკაევმა ჩაანაცვლა

 

საქართველოში მუშაობა დაასრულა ცნობილმა მწვრთნელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა მიხაილ გურევიჩმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ქალთა და ვაჟთა ნაკრებ გუნდებს ავარჯიშებდა. გურევიჩი არანაკლებ ცნობილმა მწვრთნელმა და საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინ საკაევმა (რუსეთი) ჩაანაცვლა, რომელიც თბილისში 8 სექტემბრამდე დარჩება.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფიკო ნიკოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები (ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სათადარიგო – მერი არაბიძე) სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გაიოზ ნიგალიძე, ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი,  სათადარიგო – კონსტანტინე შანავა), არასრული შემადგენლობით ემზადება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით, ჯობავა და მჭედლიშვილი არ ესწრებიან.


0.135738