ფეხბურთი

17:51 | 20.06.2014 | ნანახია 3605 - ჯერ

მიხალ ბილეკი: “უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ”

თბილისის “დინამოს” პირველი უცხოური შეკრება სრულდება. გუნდი ხვალ დილით დაბრუნდება სამშობლოში. შეკრების ბოლოსკენ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა სიტუაცია დინამოელთა ოფიციალურ ვებ-გვერდთან შეაჯამა.

მიხალ ბილეკი: “პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. სასიხარულოა, რომ ის ჩანაფიქრი, ის მიზნები, რაც ამ ეტაპზე  გვქონდა, შესრულებულია. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკრება მომავალში ძალიან წაგვადგება.

ბურთთან ურთიერთობის, ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ფებურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება სპარინგებს, ეს შეხვედრები ჩვენ ძალიან დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. 7 ბურთის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, მითუმეტეს, გუნდთან რომელიც საუდის არაბეთის პირველობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოდის. ამ მატჩში გამოჩნდა იმ თამაშის კონტურები საითაც ვისწრაფვით.

ახალწვეულებით (ლიჩკა, შერშუნი) ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. ყველაფერს მეორე ჰოლანდიური შეკრება გაარკვევს.  ცხადია გაძლიერება, ევროპული მენტალობის უფრო ფართოდ შემოტანა გუნდში და უფრო დიდი კონკურენცია ყველა რგოლში უკეთესი იქნება, ვნახოთ...

მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, გუნდს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიგვაჩნდა, მხოლოდ 1 თამაში დარჩა ჩასატარებელი. რამდენიმე წლის მანძილზე დატვირთულმა გრაფიკმა იჩინა თავი და ესპანელები გამოფიტულები იყვნენ. აი, ჩილეს და მექსიკის გუნდები ნამდვილი აღმოჩენაა. ისინი ტაქტიკურად გამართულად, აგრესიულად და ძალიან სწრაფად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარია”.


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:01 | 21.06.2014
Мамука Кенджия (7)

კი მაგრამ აქ არიყო რომ კინაღამ მომკალით როგორ ბედავო რომ ოცნებაზე ცუდს წერო?ეხლაო ეშველაო ქართველ ფეხბურთსო)სადაა ეხლა მინისტრი ყიფიანი?მილიონებს რომ იძლევდა ფეხბურთის განვითარებისთვის))))ახ ბოდიში დამავიწყდა,ღარიბაშვილმა ხომ კომისია შექმნა რომ გადაარჩინოს ქართული ფეხბურთი)))ოღონდ ეს არჩევნების წინ იყო,მარა არაუშავს ოღონდ თქვენ სჯეროდეს)))

00:52 | 21.06.2014
Davita16 (2463)

უი უი კიდე დაუნიშნიათ თამაში შემშლია. არა ისე ნეფთჩიმ მეორედ ვერ მოუგო ჩიხურას 3-2 1-1

00:01 | 21.06.2014
Davita16 (2463)

ჩიხურამ 17 ინვისს ითამაშა ნეფთჩისთან და 3-2 მოიგო და ახლა რატო წერტ 1-1 იო და ნეფთჩიმ გაიტანაო ძველ ჩანაწერს ხო არ აჩვენებენ თუარადა შედით ჩიხურას საიტზე და ჩიხურა3-2ნეფთჩის 17 ივნისი რო აწეირა :/

22:15 | 20.06.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

რა ქნა ჩიხურამ?

21:02 | 20.06.2014
M.U2015 (19400)

ხალხო ნუთუ ვერ ხვდებით დინამო არავის არ დაიმატებს სანამ არ გაიგებს ვის შეხვდება ))) თუ დზლიერს შეხვდა არავის არ დაიმატებენ და თუ ადვილს მაგალითად შერიფი ხიკი ლატვიური გუნდი მარიბორი და ასეთ სუსტებს თუ შეხვდა გადზლიერდებიან

00:52 | 21.06.2014
Davita16 (2463)

შერიფი ადვილია?

19:50 | 20.06.2014
arturi-baierni (24493)

იმედი მაქ გრიგალა თავს მოაწონებს ბილეკს და დარჩება გუნდში

19:48 | 20.06.2014
levani82 (41682)

januzaj

როინაც კვიპროსში მიდის და იქნება, რომელიმე "ქართულ" გუნდში

19:38 | 20.06.2014
levani82 (41682)

ადმინ მსოფლიო ჩემპიონატი კი კარგია და მაგაზე სტატიებს, რომ წერთ, მაგრამ საჭირო არაა სათაურები ყველა ბრუნვაში აბრუნოთ. ჩვენ გუნდებზე რამე დაწერეთ ესა თუ ის გუნდი რა მდგომარეობაშია

19:34 | 20.06.2014
levani82 (41682)

januzaj

მაგას დაუმატე როინ კვასხვაძე და ილურამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა

19:44 | 20.06.2014
januzaj (582)

მთივლიშვილი-გაბაძე-სანდოხაძე-უბილავა->მზევაშვილი-ახვლედიანი-ჯიქია! ეს ბიჭები სავარაუდოდ სპარტაკს ან რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში წავლენ ერთად როგორც ტორპედოში თავის დროზე!!


ჭანტურია-გოროზია-კიკაბიძეზე კი ამბობენ რო უცხოური გუნდები არიან დაინტერესებულიო და ვნახოთ სად გააგრძელებენ კარიერას(ჯიქიას ტრავმა რო არა მისითაც ძალიან ბევრი დაინტერესდებოდა და ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზეც გავიდოდით)!!

19:43 | 20.06.2014
januzaj (582)

ილურიძე დავწერე და კვასხვაძე სად მიდის??

19:23 | 20.06.2014
levani82 (41682)

კაია დნიპროს ევროტურნირებიდან, რომ აღარ მოკვეთენ. ჯერ რუსეთ-უკრაინა და აზერები იყო ეხლა კვიპროსია. კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელი უნდათ მათ შორის პაპუნაშვილიც

19:29 | 20.06.2014
januzaj (582)

ომონია: ლობჟანიძე-კაკუბავა->გრიგალაშვილი
ანართოსისი: მაისურაძე-აბურჯანია->პაპუნაშვილი


აიწყეს ცხოვრება

19:31 | 20.06.2014
januzaj (582)

ხო, ილურიძე მიდის მგონი კიდე ერმისში... ვინმე ხო არ გამომრჩა ??

19:08 | 20.06.2014
Torres9 (12692)

ჩიხურა იგებდა და ნეფთჩიმ გაუტანა 89-ე წუთია

19:08 | 20.06.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

დინამოში ფეხბურთელების დამატებს არ აპირებენ?

19:06 | 20.06.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუსთავის "მეტალურგის" დღევანდელი მდგომარეობა "მკვეთრ და მუქ ფერებში" არ წარმოვაჩინოთ, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით! ეს "რეალობა" კი, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ფრაზით უნდა შეფასდეს - კატასტროფული მდგომარეობით!

მართლაც არაფერს ვამეტებთ თუ ვაბუქებთ - ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. უფრო მეტსაც ვიტყვით: ჯერ კიდევ შემორჩენილ რუსთაველ ფეხბურთის გულშემატკივარს აღარც აქვს იმის იმედი, თავის საყვარელ გუნდს მომავალ სეზონშიც რომ უქომაგებს!

აი, ასეთი პესიმისტური (მეტად რბილი ნათქვამია) განწყობაა დღესდღეობით რუსთავში და უკვე ჩვენც გვერიდება გუნდის მთავარი მწვრთნელის ყოველდღიური შეწუხება, რამეთუ პასუხად ერთსა და იმავე სიტყვებს ვისმენთ: "ყველაფერი ძველებურადაა, ანუ ახალსა და სასიკეთოს არც ჩვენ გვეუბნებიან და ვერც ჩვენ ვამბობთ..."

...მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონის, ერთგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორის, რუსთავის "მეტალურგის" ("ოლიმპის") უმთავრესი და, ფაქტობრივად, ერთადერთი დამფინანსებელი რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა.

სამწუხაროდ, ერთ დროს ქართული მძიმე მრეწველობის გიგანტსა და საერთოდ, ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და მასშტაბურ საწარმოში დღესდღეობით გაურკვეველი სიტუაციაა, ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები თუ ფეხბურთელები მთავარი (ანუ ერთადერთი) დამფინანსებლისაგან დაპირებას ჯერჯერობით ვერ იღებენ!

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, "მეტალურგში" აღარავინ დარჩება: აღარც ფეხბურთელები (ძირითადს პლუს დუბლშემადგენლობა) და აღარც - მწვრთნელები, ანუ გუნდი... აღარ იარსებებს!

ისე, ცოტა არ იყოს, უცნაური სიტუაციაც შეიქმნა: "მეტალურგის" ("ოლიმპის") არსებობის 8-წლიან ისტორიაში პირველად სწორედ ახლახან გასრულებულ სეზონში (უფრო ზუსტად, მეორე ეტაპზე) მოხდა, როცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილები გამოჩნდნენ.

ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ პირველი ეტაპის ბოლოს "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად ოთხწლიანი პაუზის მერე ვარლამ კილასონია დაინიშნა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით მუშაობდა რუსთავის ბავშვთა ფეხბურთში.

იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის შემდეგ "მეტალურგი" 17-მა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდის ბიუჯეტიც "ზომაზე მეტად" შემცირდა, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთაველთა გუნდმა შეძლო და სეზონი ზედა ექვსეულში დაამთავრა, თანაც, პირველ ეტაპზე "მეტალურგის" ძირითადში თუ მხოლოდ ორი ადგილობრივი ფეხბურთელი (გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი ქავთარაძე) გამოდიოდა, ზამთრის პაუზის მერე მათ ორი ახალწვეულიც დაემატა - ვარლამ კილასონია-უმცროსი და კახა კაკაშვილი (ორივე - ცხინვალის "სპარტაკიდან" გადავიდნენ მშობლიური ქალაქის გუნდში).

სეზონის ბოლოსკენ კი "მეტალურგში" უკვე ჭაბუკთა ლიგის გუნდის პერსპექტიული ბიჭებიც გამოჩნდნენ - ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია, გიორგი გოცაძე; კიდევ სამი ჭაბუკი კი ბოლო ტურის მატჩში (სტუმრად, "დინამოსთან") სათადარიგოთა სკამზე იჯდა: ლაშა პაქსაშვილი, ბაჩანა მიქელაძე, სოსო გულუა.

მოკლედ, ყველას იმის იმედი ჰქონდა, რომ ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭების გამოჩენით "მეტალურგი" სწორი გზით მიდიოდა და ეს ყველაფერი შედეგსაც მოიტანდა; სამწუხაროდ, დღეს ეს გუნდი ამ ქალაქში არავის აინტერესებს; არადა, დღე არ გავა, ქალაქის ამა თუ იმ უბანსა თუ ეზოში, საარჩევნო-სააგიტაციო შეხვედრას არ წააწყდეთ!

ჰო, ერთ დღეს რომ "ქართული ოცნება" ჰპირდება რუსთაველ ამომრჩეველს დასაქმებასა და, საერთოდ, ყველა პრობლემის მოგვარებას, ორი-სამი დღის მერე უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მერობისა თუ საკრებულოს კანდიდატები გვპირდებიან "დალხენილ ცხოვრებას"; კიდევ მეორე-მესამე დღეს სხვა პოლიტიკური ძალა დააანონსებს თავის დაპირებებს და ძალიან გვაინტერესებს, "მეტალურგის" პრობლემებზე თუ სმენიათ რაიმე?

რა თქმა უნდა, ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა (ვფიქრობთ, ურიგოდ ნათქვამი არ გამოგვივიდა), მაგრამ რუსთავის მერობის ძველმა, ახალმა თუ ძველ-ახალმა კანდიდატებმა თავიანთი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო გუნდის პრობლემებიც რომ შეიტყონ, ალბათ, სასურველიც იქნება.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, როცა ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ ქალაქისა თუ რეგიონის გუნდის ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უყვარს ფეხბურთი იმ ქალაქისა თუ რეგიონის ხელმძღვანელს! დაახლოებით იგივე სიტუაციაა რუსთავშიც (და, საერთოდ, ქვემო ქართლში):

ქალაქისა და რეგიონის ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ არც რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც ქვემო ქართლის გუბერნატორი "მეტალურგის" ოფიციალურ თამაშზე (რა თქმა უნდა, საშინაო მატჩებს ვგულისხმობთ) არავის უნახავს.

გასაგებია, რომ ქალაქსა თუ რეგიონში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ფეხბურთისადმი ცოტა უფრო "გულმოწყალედ" თვალის გადმოხედვაც არ იქნებოდა ურიგო.

19:06 | 20.06.2014
shebe (2082)

ზეტსა გაძლირდა და კარგია მაგრამ ეგ დინამო და მეტი მოეთხოვება დინამოს შესაძლებობნიდან გამოდინარე შემადგენლობა ძლიერი უნდა იყოს ზესტაზე ერთი თავიტ დღეს კი თოთქმის თანაბრია, ბილეკი მომწონს კარგი მწვრთნელია მაგრამ გუნდი უნდა გაძლიედეს ისე არა მგონია მოვხდეთ სადმე

19:06 | 20.06.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით ის მდგომარეობა, რომელშიც უმაღლესი ლიგის კლუბები აღმოჩნდნენ.

ჯერ არავინ უწყის, რა ელით ახალი სეზონიდან ლანჩხუთის "გურიასა" და რუსთავის "მეტალურგს". ჯერჯერობით, ორივე კლუბი ბედის ანაბარაა დარჩენილი...

მეტალურგი: არც დაფინანსება, არც გაერთიანება
ბოლო დროს რამდენჯერმე გავრცელდა ხმები ამა თუ იმ კლუბის გაერთიანების შესახებ. პირველად ეს თბილისის "ლოკომოტივისა" და ცხინვალის "სპარტაკის" შესახებ ითქვა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და "სპარტაკის" პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა მოლაპარაკებები კი დაადასტურა, მაგრამ გაერთიანების პერსპექტივა გამორიცხა (იხილეთ ვრცლად).

ამის შემდეგ ყურადღების ცენტრში კვლავ "ლოკომოტივი" მოექცა. ამჯერად ხმები უკვე მისი და რუსთავის "მეტალურგის" გაერთიანებაზე აგორდა. სხვათა შორის, მოარული ხმებით, რუსთავური კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკებას პირველი ლიგის ბინადარ "საბურთალოსთან" აწარმოებდნენ.

კომენტარისთვის კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს დავუკავშირდით:

"მოლაპარაკების სურვილი იყო, მაგრამ სერიოზულ შეთანხმებამდე საქმე არ მისულა. ასევე, ვადასტურებ, რომ "საბურთალოსთანაც" დავილაპარაკეთ, მაგრამ ამ კლუბის პრეზიდენტმა ბოლოს უარი გვითხრა".

არსებული ინფორმაციით, "საბურთალოსთან" და "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებებიც იმიტომ დაიწყო, რომ "მეტალურგი" დაშლის პირასაა მისული - კლუბის მეპატრონე, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მისი გასხვისებით დაინტერესდა.

Sportall.Geსაკითხი ასე დგას: მეტალურგიულს ფინანსური პრობლემები აქვს და სანამ ამას მოაგვარებენ, მანამდე ყოველთვიურად კლუბზე 100 ათასი ლარის დახარჯვა არ სურთ.

ქარხანა კლუბს დაფინანსებას 1-ლი ივნისის შემდეგ მოუხსნის და თუ "მეტალურგს" რუსთავის მუნიციპალიტეტმაც არ უპატრონა ან კერძო ბიზნესჯგუფმა არ გადაიბარა, არავინ იცის, გუნდი იარსებებს თუ არა.

დოლიძეს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"სამწუხაროდ, მართლაც გადაულახავ პრობლემებს წავაწყდით. მეტალურგიული ქარხნის ბორდის შეკრებაზე ითქვა, რომ წარმოებაში დიდი პრობლემებია და კლუბის შესანახი საშუალება აღარ გააჩნიათ.

მეორე ვარიანტია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაგვაფინანსოს, მაგრამ ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე არაფერი გაირკვევა.

მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე ბიზნესჯგუფთან და ესეც უშედეგოდ - ჯერჯერობით, "მეტალურგის" პატრონობა არავის სურს.

ასე რომ, ყოფნა-არყოფნის წინაშე ვართ და თუ 1-ელ ივნისამდე არაფერი გაირკვა, მაშინ "მეტალურგი" აღარ იარსებებს. ამიტომაც გვაქვს სახელმწიფოსგან დახმარების იმედი. ეს პროგრამა თუ არ ამოქმედდა, ჩათვალეთ, რომ რუსთავს გუნდი აღარ ეყოლება.

არა მხოლოდ ჩვენთან, ანალოგიური პრობლემების წინაშე არის უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობა".

იხილეთ: "1 ლარით 10 ლარის საქმე გავაკეთეთ... მერე კი ევროპა ლიგაზეც გასვლა მოგვთხოვეს"

* * *
არსებული ვითარება არც "გურიას" აძლევს ხელს, არც "მეტალურგს" და არც, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს. სადაც უნდა იკითხოთ, ყველა გეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებს ელოდებიან.

ჰოდა, ვერ გაიგებ კაცი: არჩევნებია ხალხისთვის თუ ხალხი - არჩევნებისთვის?

19:06 | 20.06.2014
taz55 (1788)

ტრენერი თუ მოითხოვს ტრენერი გაძლიერებას არამგონია უარი უტხრას სპორტულმა დირეკტორმა და თუ ისევ დააიმედა ფიფიას რომ ამ კონტიგენტიდ რომელიც ყავს დინამოს გავა ლიგაზე მაშინ ვერ გავლენ უბრალო ლოგიკაა .დამატება რომ აუცილებელია ეს ფიფიას გარდა ყველამ იცის უბრალოდ რამდენად გააკეთებენ

19:05 | 20.06.2014
levani82 (41682)

fero

ფული წინასწარ ჩაურიცხეს. აი ოლიმპის ფული სად წაიღეს? იმ 6 თვიან კონტრაქტებში ხო, თორე გუნდს ასე არ უნდა გაჭირვებოდა

19:03 | 20.06.2014
levani82 (41682)

fero

მოდი ასე ვიტყვი მარტო სახლის ფონზე შორს ვერ წავა და გასვლაზე გოლის გატანა უნდა დაიწყოს

18:52 | 20.06.2014
levani82 (41682)

ჩიხურა 1-1

18:51 | 20.06.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

საქართველოს ორგზის ჩემპიონი რუსთავის "მეტალურგი" დაშლის პირასაა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბის გასაჭირზე ბევრჯერ დავწერეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. თითქოს, აღარც მიზეზის დაკონკრეტება უნდა იყოს საჭირო, მაგრამ მაინც - "მეტალურგს" უსახსრობამ დარია ხელი.

აქამდე რუსთაველ ქომაგს სიტუაციის გამოსწორების მცირე იმედი მაინც ჰქონდა. 19 ივნისს "მეტალურგის" ბანაკიდან დამაიმედებელ სიახლეებს ველოდით, მაგრამ... გუნდის მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ კარგი ვერაფერი გვითხრა - კვლავ დაპირება და უსაგნო იმედები...

ფაქტია - თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა სიტუაცია, მომავალ სეზონში რუსთავი უფეხბურთოდ დარჩება, "მეტალურგი" არსებობას შეწყვეტს, ადგილობრივი ქომაგობა კი მხოლოდ სხვა გუნდების მატჩების ცქერით თუ დაკავდება...

არადა, გასულ სეზონში, განსაკუთრებით, მის მეორე ნახევარში, რუსთავურმა გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში, პირველად, "მეტალურგის" ძირითად ბირთვს ადგილობრივი ფეხბურთელები შეადგენდნენ.

ცალკე უნდა ვთქვათ კილასონიაზე - ახალგაზრდა მწვრთნელმა, რუსთავური ფეხბურთისთვის მოთამაშის რანგშიც რომ ბევრი გაუკეთებია და სამწვრთნელო კრიზისის ჟამსაც არაერთხელ რომ შეშველებია მშობლიურ გუნდს, გვაჩვენა, რომ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი, პროგრესირებადი სპეციალისტია.

კლუბის ხელმძღვანელობა ქალაქის მესვეურებისგან ელის საშველს. მოთმინების ფიალა აივსო, "დღეს და ხვალ" აღარ დაილია...

მოკლედ, დროა, განგაშის ზარს შემოვკრათ - "მეტალურგი" იღუპება"!

19:01 | 20.06.2014
fero (15151)

სად წაიღეს გადმორიცხული ფული? რომელიც ფედერაციამ და ქალაქმა გადასცა! ასევე ხომ იყო ქარნის ფული?!თუ ქარხნის ფული გახარჯეს მიზნობრივად და ფედერაცია ქალაქის ფული კი ლევად აითვისეს?!

19:03 | 20.06.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

ქარხანა აფინანსებდა და უარი თქვეს დაფინანსებაზე ბოლოს რაც მიცეს თანხა ის მხოლოდ სეზონის ჩამთავრებაზე ეყოთ,არც მერია და არც რუსთავში კერზო კომპანიები არ ეხმარებიან კლუბს

18:43 | 20.06.2014
levani82 (41682)

fero

ზესტაფონზეც მასე ითქმის. ბოდიშით, მაგრამ ამ ევროტურნირებზე სიონის და ჩიხურას იმედი არ მაქვს

18:58 | 20.06.2014
fero (15151)

მერედა ვინ უარყოფს რომ ზესტაფონიც ეგრე არაა! ნუ მცირე უპირატესობა აქვს ზესტაფონს! ევროტურნირებისტვის! მწვრტნელი იცნობს კონტიგენტს და იცის ფეხბურთელთა ხასიათ თვისებები!

18:40 | 20.06.2014
levani82 (41682)

ჩიხურა იგებს

18:36 | 20.06.2014
Baqari Grdzelishvili (1887)

ჩიხურა-ნეფჩი 0-1 პირველი ტაიმის დასრულდა )stripslashes((strlen('https://www.facebook.com/NeftciPFK?fref=ts')>0?' https://www.facebook.com/NeftciPFK?fref=ts':' https://www.facebook.com/NeftciPFK?fref=ts'))

18:36 | 20.06.2014
fero (15151)

საქართველოს კვალობაზე კი მოძლიერდა. მაგრამ საევროპოდ???

18:29 | 20.06.2014
araza-1918 (6330)

შეკრებაზე 30 კაცს ხომ არ წაიყვანს გაანათხოვროს ჩიხურა სიონზე ვინც არ ჭირდება

18:17 | 20.06.2014
რაჭა (10043)

რა ვიცი, იმედი და კიდევ იმედი, ისე უკვე დროც აღარ არის თუ გაძლიერებას აპირებს გუნდი, ახალი ფეხბურთელი გნდს ხომ უნდა შეეწყოს, სათამაშო სქემაში ჩაჯდეს....

0.127842