საფრანგეთის ნაკრებთან სტუმრად პლეი ოფის საპასუხო მატჩის წაგების შემდეგ (0:3), უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ განაცხადა, რომ მსაჯმა მათ კარში თამაშგარედან გასული გოლი ჩათვალა. უკრაინამ პირველი თამაში 2:0 მოიგო, მაგრამ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
“ჩვენი წარუმატებლობის გადამწყვეტი მომენტი ერთი იყო. მსაჯმა ხელით თამაშისთვის დანიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც არ იყო და ჩათვალა გოლი, როდესაც მეტოქის ფეხბურთელი სამმეტრიან ოფსაიდში იდგა.
გული რაზე გვწყდება? ბევრ რამეზე. პირველ ყოვლისა საპასუხო მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვყოფილიყავით. რაც მთავარია ჩვენს თამაშში ერთობლიობა არ იყო, ფრაგმენტულად ვთამაშობდით. საწყენია, ბიჭებს ვაფრთხილებდით, რომ მკაცრი მსაჯობა იქნებოდა და ყვითელი ბარათები საუბრისთვის ან სხვა მცირე დარღვევისთვის არ უნდა მიეღოთ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად, მთელი მეორე ტაიმი უმცირესობაში ჩავატარეთ. ამიტომ, თამაში ერთ კარში მიდიოდა. ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო ბიჭების იმედი გვქონოდა, რადგან მსგავსი მომენტები ადრეც ყოფილა, მაგრამ მათ ისე ძლიერად ვერ ითამაშეს” – იუწყება ფომენკოს სიტყვებს ინტერნეტპორტალი championat.com-ი.