ფეხბურთი

3:40 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის „ბაიერნი“ - ბუნდესლიგის ვადამდელი ჩემპიონი

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბერლინის „ჰერტას“ საგარეო მატჩში სძლია და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 7 ტურის ადრე, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუნხენელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავის სადებიუტო გერმანულ სეზონში ვერცხლის სინი მარტში მოიგო, ასე ადრე კი, ამის მიღწევა ვერავინ მოახერხა.

სასიხარულოა, რომ „ბაიერნის“ წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურით იასპარეზა ბერლინელთა მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. მიუნხენელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ - ტონი კროოსმა ერთი შეხებით დაჰკრა და ბურთი მასპინძელთა კარში მოათავსა. სულ რამდენიმე წუთში, ბასტიან შვაინშტაიგერის ჩაწოდებულ ბურთს მარიო გიოტცემ დაუხვედრა თავი და ანგარიში 0:2 გახადა.

ცხადი იყო, რომ სტუმრები 3 ქულას აღარ დათმობდნენ. „ჰერტამ“ მატჩში მცირე ინტრიგის დაბრუნება მაინც მოახერხა - მეორე ტაიმში, ადრიან რამოსმა პენალტი ეფექტურად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მატჩში წერტილი შეცვლაზე შესულმა ფრანკ რიბერიმ დასვა, რომელმაც მოხდენილი დარტყმით გადაგზავნა ბურთი ბერლინელთა კარში - 1:3. „ბაიერნი“ ვადამდელი ჩემპიონია.

გულშემატკივრებით გადაჭედილმა „სიგნალ იდუნა პარკმა“ რურის დერბის უმასპინძლა. „ბაიერნის“ საჩემპიონო ინტრიგა რომ არა, ამ ტურში მთავარი ყურადღება სწორედ „დორტმუნდისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებისკენ იქნებოდა მიმართული. გუნდებს ანგარიშის გახსნის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს - 0:0.

რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, ბრემენის „ვერდერი“ „ვოლფსბურგთან“ 1:3 დამარცხდა, „ბრაუნშვაიგმა“ კი, „მაინცთან“ იმარჯვა ასეთივე ანგარიშით.

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 76197

ჰერტა - ბაიერნი 1:3 (0:2) 

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი (ნიმაიერი 64), იანკერი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ბრუკსი, ჰოსოგაი, შელბრედი, შულცი, მუხტარი (რონი 71), რამოსი (ვაგნერი 87).

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ბაიერნი:  ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი (რიბერი 54), შვაინშტაიგერი (ტიაგო 64), კროოსი, გიოტცე, მიულერი (მანჯუკიჩი 54). 

წვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 კროოსი (6), 0:2 გიოტცე (14), 1:2 რამოსი (66პ.), 1:3 რიბერი (79)

გაფრთხილება: შელბრედი (69)

კარში დარტყმა: 4 (2) – 13 (10) ჯარიმა: 14 - 8 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 23% - 77% სეივი: 7 – 1

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“.

დორტმუნდი - შალკე 0:0 

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, დურმი, კელი, შაჰინი, მხითარიანი (ობამეიანგი 79), გროსკროიცი (შიბერი 87), როისი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

შალკე:  ფერმანი, ჰოგლანდი, მატიპი, აიჰანი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (მაქსი 90), გორეცკა (ობასი 85), მეიერი (ანანი 77), ჰუნტელარი. 

წვრთნელი: იენს კელერი

გაფრთხილება: როისი (24), ჰუმელსი (58) - დრაქსლერი (29), ბოატენგი (73)

კარში დარტყმა: 18 (12) – 8 (5) ჯარიმა: 18 - 25 კუთხური: 4 - 2 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 5 – 12

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 22000

ბრაუნშვაიგი - მაინცი 3:1 (2:1)  

ბრაუნშვაიგი: დაფარი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, რაიხელი, ვრანჩიჩი, ელაბდელაუი, ჰოკსჰაიდტი, ბოლანდი, კორეია (დოღანი 39), ნილსენი (კალიჯური 90), კუმბელა (ადემი 88).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

მაინცი:  კარიუსი, პოსპეხი, ნოვესკი, ბელი, დიასი (პოლტერი 70), კოხი (ნედელევი 75), სოტო, მიულერი, მალი, ზიმლინგი (ოკაზაკი 56), შუპო-მოტინგი.

წვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 კუმბელა (18), 1:1 მიულერი (20), 2:1 ნილსენი (45), 3:1 კუმბელა (77)

გაფრთხილება: ბოლანდი (39), კუმბელა (74) - ოკაზაკი (80)

კარში დარტყმა: 14 (6) – 12 (8) ჯარიმა: 16 - 24 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 7 – 3

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 37000

ვერდერი - ვოლფსბურგი 1:3 (1:2)

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი, კალდიროლა, ფრიცი, ჰანტი, ობრანიაკი (ელია 46), იუნუზოვიჩი, კროოსი (მაკიადი 45), პეტერსენი (აიჩიჩეკი 90), დი სანტო.

მწვრთნელი: რობინ დუტი

ვოლფსბურგი:  ბენალიო (გრიუნი 46), ნალდო, კლოზე, როდრიგესი, გუსტავო, პერიშიჩი (შეფერი 89), ტრეში, კალიჯური, ატიე, არნოლდი (პოლაკი 89), ოლიჩი.

წვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 მალანდა-ატიე (2), 0:2 პერიშიჩი (10), 1:2 პრედლი (16), 1:3 არნოლდი (80)

გაფრთხილება: ფრიცი (86), იუნუზოვიჩი (89) - პერიშიჩი (37)

კარში დარტყმა: 6 (5) – 19 (9) ჯარიმა: 20 - 19 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 6 – 4

0.201982