ფეხბურთი

16:56 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერმა ევროპულ გრანდებში გადასვლა იუარა

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი შეძენა შეეძლო? რა თქმა უნდა. შევიტყვე, რომ ტრანსფერის შემთხვევაში უკეთესი ანაზღაურება მექნებოდა. ბევრი გრანდისგან შემოთავაზებები მქონდა და ისინი უკეთეს ანაზღაურებას მპირდებოდნენ. მიუხედავად ამისა, კითხვაც არ გამიჩნდა თუ რატომ უნდა შევიცვალო კლუბი, "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ." _ განაცხადა მიულერმა.

24 წლის მსოფლიო ჩემპიონს ბავარიელთა შემადგენლობაში 258 მატჩი ჩაუტარებია, გაიტანა 100 გოლი და 88 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მიულერს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს

გიორგი ბალახაძე

0.121135