მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის თომას მიულერის გარშემო არა და არ ცხრება საუბარი მისი სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით.
ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონა" მიულერით დაინტერესდა. ეს ჭორი ფეხბურთელის აგენტმა უარყო და განაცხადა, რომ კატალონიელები ფეხბურთელისადმი ინტერესს არ გამოხატავენ.
ბოლო დროს გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერი" მზადაა მიულერში 45 მილიონი გადაიხადოს. რამდენიმე დღის წინ ეს ცნობა თავად გერმანელმა ფეხბურთელმა უარყო და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კლუბიდან აბარგებას არ აპირებს.
გიორგი ბალახაძე







