მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა Sport 1.de-ს უთხრა, რომ ბავარიულ კლუბს მთელი სეზონის წაუგებლად ჩატარება შეუძლია, თუმცა ამ ამოცანას წინასწარ მიზნად არავინ ისახავს.
“მთელი სეზონის წაუგებლად გავლა, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ამ მიღწევასთან გასულ სეზონშიც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ხელი ლევერკუზენის “ბაიერთან” წაგებამ შეგვიშალა. თითოეული თამაშიდან მაქსიმუმის მიღებას შევეცდებით, დანარჩენი კი სეზონის ბოლოს გამოჩნდება” – განაცხადა მიულერმა.
შეგახსენებთ, ბუნდესლიგაში 12 ტურია ჩავლილი და “ბაიერნი” გათამაშების ცხრილს სათავეში 10 მოგებით და 2 ფრით უდგას.