ფეხბურთი

21:19 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: “ფინალში “ჩელსისთან” თამაში გვინდოდა”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი აცხადებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ არა “დორტმუნდი”, არამედ ლონდონის “ჩელსი” სურდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მიუნხენელებს შარშანდელი ფინალისთვის რევანშის აღება უნდოდათ. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინათ, “ჩელსიმ” “ბაიერნი” მისსავე მოედანზე დაამარცხა.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “უემბლიზე”, “ჩელსის” წინააღმდეგ თამაში ძალიან გვინდოდა. გვსურდა წინა სეზონში განცდილი მტკივნეული მარცხისთვის რევანში აგვეღო. თუმცა, ფინალში “დორტმუნდი” შეგხვდა.

გამოგიტყდებით, რომ დორტმუნდელებთან დაპირისპირება არ გვინდოდა. რატომ? იმიტომ, რომ გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, რაც ჩვენს ამოცანას ართულებდა. გარდა ამისა, ეს გუნდი გერმანიას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავდა, რომ რომელიმე გერმანულ გუნდს უნდა წაეგო.

გასულ სეზონში, მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ახლა, შეგვიძლია წარმატება ვიზეიმოთ.” – ციტირებს მიულერის სიტყვებს Sky Sports-ი.

აქვე დავამატებთ, რომ მიულერს, "ჩელსისთან" დაპირისპირების შანსი, მომდევნო სეზონის დასაწყისში, უეფას სუპერთასზე შეეძლება.

0.122848