“ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველს, ტომას მიულერს იმის გარკვევა სურს, ამყარებს თუ არა მიუნხენური გუნდი მასზე სამომავლოდ იმედებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიულერს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შანსი აქვს. თავად ფეხბურთელმა “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და სიტუაციის გარკვევა ისურვა.
“იმ ეტაპამდე მივედი, რომ მინდა გავიგო, “ბაიერნისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ თუ არა. უნდა ვიცოდე, შევდივარ თუ არა გუნდის სამომავალო გეგმებში. სწორედ ამ მიზნით შევხვდები “ბაიერნის” ხელმძღვანელობას.” – აცხადებს 24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასულ საკლუბო სეზონში 51 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.