ფეხბურთი

12:30 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: “2:0 შეიძლება 3:0-საც სჯობდეს”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ბავარიული კლუბის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილია. “ბაიერნმა” ტურინის “იუვენტუსი” 2:0 დაამარცხა და მეორე გოლი სწორედ მიულერმა გაიტანა.

“დაცვაშიც და შეტევაშიც მშვენივრად ვითამაშეთ. ძლიერ მეტოქეს საკმაოდ დამაჯერებლად ვაჯობეთ, მაგრამ საწყენია, რომ ორზე მეტი გოლი ვერ გავუტანეთ. 2:0-იც მშვენიერი ანგარიშია საპასუხო შეხვედრის წინ. იქნებ, 3:0-ზე უკეთესიც კი. სამბურთიანი უპირატესობით რომ მოგვეგო, შეიძლება კონცენტრაცია მოგვკლებოდა”, – განაცხადა თომას მიულერმა.

 

0.178428