საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ოლიმპიაკოსის” თავდამსხმელი კონსტანტინოს მიტროღლუ იანვარში შესაძლოა ინგლისის “ლივერპულში” აღმოჩნდეს.
გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით “ლივერპული” მზადაა 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
ინგლისური კლუბის სკაუტებმა მიტროღლუს თამაშს თვალი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი ოფში რუმინეთთან ჩატარებულ მატჩებში ადევნეს. ბერძნები სახლში რუმინელები 3:1 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად 1:1 ითამაშეს. მიტროღლუმ განვლილ თამაშებში 3 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მან საბერძნეთის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო. გარდა ამისა, საბერძნეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი მიითვალა.