საბერძნეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კოსტას მიტროღლუ, “ოლიმპიაკოსში” დაბრუნდა. ტრანსფერი დაადასტურა ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
კოსტასი მშობლიურ კლუბში, იჯარით 2015 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მიტროღლუ “ფულემში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. თუმცა, ტრავმების გამო, მისი კარიერა ინგლისში ვერ აეწყო.
ირაკლი ალიმბარაშვილი