ფეხბურთი

11:47 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “სჯობს მუნდიალის მონაწილეთა რიცხვი 40-მდე გავზარდოთ”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თავისი ფიფელი კოლეგის, ზეპ ბლატერის განცხადებას გამოეხმაურა მუნდიალზე აფრიკულ და აზიურ ნაკრებთა წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე. ორიოდ დღის წინათ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ევროპელთა ხარჯზე აფრო-აზიელთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს. პლატინიმ კი მას ახალი ვარიანტი შესთავაზა: ევროპელებს დარჩეთ თავისი რაოდენობა და მონაწილეთა რიცხვი 32-დან 40-მდე გაიზარდოს. ასეთი ფორმულა, შესაძლოა, უკვე 2018 წლის მუნდიალზე მოისინჯოს, რომელიც რუსეთში გაიმართება. თუ შეიქმნება რვა 5 გუნდიანი ჯგუფი, ტურნირი მხოლოდ 3 დღით ”გაიწელება.”

“ვეთანხმები ბლატერს, რომ აფრიკას და აზიას მეტი წარმომადგენლები სჭირდება, მაგრამ ევროპული გუნდების შემცირების მაგიერ, სჯობს მონაწილეთა რიცხვი 40-მდე გავზარდოთ. 2-2 ნაკრები დავუმატოთ აფრიკიდან, აზიიდან და ამერიკიდან, თითოც ოკეანიიდან და ევროპიდან,” – უთხრა პლატინიმ The Times-ს.

0.114185