ფეხბურთი

12:41 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “ფეხბურთს მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთში გამეფებული უმსგავსობების წინააღმდეგ ბრძოლას რადიკალური ზომებით აპირებს.

Associated Press-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აპირებს, რომ კლუბები მკაცრად დასაჯოს რასიზმისთვის, ჩაწყობილი თამაშებისთვის და განუსაზღვრელი ხარჯებისთვის.

“ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენს მიერ მიღებული ზომები პოპულარულებს არ გაგვხდის. თუმცა, ჩემი მიზანი სულაც არაა ვიყო პოპულარული - ჩემი მიზანია ვიყო პასუხისმგებლიანი. ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღო, რათა ფეხბურთს და ჩვენს შეჯიბრებებს მომავალი შევუნარჩუნო” - განაცხადა პლატინიმ.

ბოლო დროს უეფამ ფეხბურთში დანერგა ფინანსური ფეირ-პლეი, რომლის მიხედვითაც, კლუბებს ეკრძალებათ იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, რასაც გამოიმუშავებენ.

0.117741