ფეხბურთი

17:14 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ ბასტოსი არჩევანის წინაშეა

 

არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ “ალ აინის” ნახევარმცველი მიშელ ბასტოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს. იტალიური პრესის ცნობით, 30 წლის ბრაზილიელს წინადადებები “რომასგან” და “ნაპოლისგან” აქვს.

“ნაპოლისთან” საუბარი მართლაც გვქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია. ჯერჯერობით, ბასტოსისთვის ბრძოლაში ფავორიტი “რომაა”. თანაც, ჩემს კლიენტს რუდი გარსიასთან ერთად “ლილში” უმუშავია”, - განაცხადა სამხრეთამერიკელის აგენტმა მარტ ფიშერმა.

შეგახსენებთ, რომ ბასტოსი “ალ აინში”გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა.

0.115316