ფეხბურთი

20:06 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Mirror: მოურინიომ წასვლა გადაიფიქრა

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ ნისლიან ალბიონზე დაბრუნება “რეალთან” არსებული კონტრაქტი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლამდე გადადო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი დამრიგებლის ინგლისში, კონკრეტულად კი “ჩელსიში” შესაძლო დაბრუნების შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ესპანეთის დედაქალაქს იმ შემთხვევაშიც დატოვებდა, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. ცოტა ხნის წინათ, თავად მოურინიომ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტთან გასაუბრების შემდეგ მიიღებდა.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Mirror-ი ავრცელებს, მოურინიომ “რეალიდან” წასვლა გადაიფიქრა. პორტუგალიელს მადრიდში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და ინგლისში ის მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება.

0.135384