ინგლისელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი ლიდერი რადამელ ფალკაო ლონდონის “ჩელსიში” გადასვლის წინააღმდეგია.
ყველასთვის ცხადია, რომ უახლოეს ზაფხულში, ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტუალური საკითხი ფალკაოს ტრანსფერი იქნება. კოლუმბიელის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული. მათ შორისაა ლონდონის “ჩელსიც”, მაგრამ თუ Mirror-ს დავუჯერებთ, 27 წლის ფეხბურთელს ინგლისის დედაქალაქში გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. მას “მანჩესტერ სიტიში” ან მადრიდის “რეალში” თამაში ურჩევნია.