26 წლის სერბი ცენტრი მიროსლავ რადულიცა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, კარიერას ჩინურ “შანდონგ ლაიონსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას პორტალი realgm.com ავრცელებს.
რადულიცა გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო “მილუოკი ბაქსში”, სადაც სერბი ცენტრის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 3.8 ქულას და 2.3 მოხსნას შეადგენდა.
ბალკანელი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე ჩემპიონატზე მიროსლავის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 13 ქულა და 4.6 მოხსნა გახლად.
ლაშა ქოიავა