ესპანური პრესის ცნობით, “ვალენსიას” მთავარ მწვრთნელს, მიროსლავ ჯუკიჩს გათავისუფლება ემუქრება.
ევროპის ლიგის პირველ ტურში, “ვალენსიამ”, საკუთარ მოედანზე, “სუონსისთან” 0:3 წააგო, რაც ამ გუნდის ზედიზედ მე-4 მარცხი იყო. ჯუკიჩი დათხოვნას გადაურჩა, მაგრამ თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მას ბოლო შანსი “სევილიასთან” მიეცემა. თუ “ღამურები” ანდალუსიელებთან დამარცხდნენ, სერბი სპეციალისტი უმუშევარი დარჩება.
მადრიდული AS-ი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ “ვალენსიას” ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს. დედაქალაქური გამოცემის ცნობით, ჯუკიჩის შეცვლის მთავარი კანდიდატი კიკე სანჩეს ფლორესია.