მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი მირანდა ადასტურებს, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან აწარმოებს.
“რამდენიმე შემოთავაზება მაქვს და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წინადადებები მაქვს როგორც პრემიერლიგიდან და ლა ლიგიდან, ასევე უფრო დაბალი ლიგებიდან.
ჩემი აგენტი ევროპაში იმყოფება, რათა ჩემს მომავალთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს. კონტრაქტის თანახმად, ჩემი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, მაგრამ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან უნდა განვიხილო.” – აცხადებს მირანდა, რომლის შეძენითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი.