ფეხბურთი

14:51 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მირალასი: "იანუზაისთვის ბელგიის ნაკრები ნაადრევია"

ლივერპულის "ევერტონის" და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი კევინ მირალასი ეროვნული გუნდის მწვრთნელს მარკ ვილმოტს ურჩევს, რომ მანჩესტერ "იუნაიტედის" შემტევმა ადნან იანუზაიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაისურით არ უნდა ითამაშოს.

"ევერტონის" 26 წლის თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ იანუზაი ეროვნულ გუნდს არ იცნობს.

"ადნანი ბელგიის ნაკრებს მომავალში აუცილებლად გამოადგება, მაგრამ ახლა არა. ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა ნაკრების ბირთვს კარგად არ იცნობს და "მანჩესტერშიც” ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ვილმოტსმა იგი ბრაზილიაში არ უნდა წაიყვანოს, რადგან სხვა კარგი ფეხბურთელი შეიძლება დარჩეს ნაკრებს მიღმა, დღესდღეისობით კი ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს. იანუზაი მანჩესტერულ კლუბში თუ დაამტკიცებს თავის სიძლიერეს, იგი 2016 წლის ევროპის ჩემპიონისთვის უკვე მზად იქნება" - ციტირებს მირალასის სიტყვებს Dailymail.

შეგახსენებთ, რომ ადნან იანუზაი კოსოვოელი ალბანელების ოჯახში დაიბადა. მას შეეძლო ალბანეთის, სერბეთის, ინგლისის ან ბელგიის ნაკრებები აერჩია. საბოლოოდ მან ბელგიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ნაკრების მწვრთნელმა კი იგი ეროვნული გუნდის განაცხადში შეიყვანა.

გიორგი ბალახაძე

0.125159