ფეხბურთი

1:18 | 11.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: “ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ”

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დაიტოვა.   

მიქსუ პაატელაინენი: “საქართველო ძალიან კარგი გუნდია. სწრაფი ფეხბურთელები და გამორჩეულად ძლიერი დაცვა ჰყავს. ნახევარდაცვა კარგად თამაშობს. თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. გვსურდა ისეთივე თამაში გვეთამაშა, რაც ვაჩვენეთ და ეს გამოგვივიდა. მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. კენჭისყრის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ჯგუფში საქართველო, ფინეთი და ბელარუსი მე-3 ადგილზე გასვლისთვის კონკურენტები იქნებოდნენ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე თამაშს ვაუმჯობესებდით. ფინეთის ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დამსახურებულად დაიკავა”.

- საქართველოს ნაკრებში დანიშნული პენალტი რამდენად სამართლიანი იყო?

-კონკრეტული მომენტი კარგად ვერ დავინახე, რადგან ბევრი ფეხბურთელი ხელს მიშლიდა. ვფიქრობ, მსაჯმა ხშირ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, იმედგაცრუებული ვიქნებოდი როგორც პენალტის დანიშვნის დროს, ასევე, სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, მე ფინეთის ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ შანსი გქვინდა, რომ 3-4 გოლი გაგვეტანა.

- მატჩის ბოლოს შემტევი ფეხბურთელები შემოიყვანეთ. ეს დროის გასაყვანად ტაქტიკური ცვლილება იყო თუ იგრძენით, რომ გოლის გატანა კიდევ შეგეძლოთ?

- მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა, თამაში ტაქტიკურად საინტერესო იყო და გოლის გატანა შეგვეძლო. ეს ცვლილებები მარტივი გადაწყვეტილება იყო.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით თუ მოგეწონათ?

- საქართველოს დაცვის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. ქართველ ფეხბურთელებს კარგი დრიბლინგი აქვთ. გუნდის ნახევარდაცვა დაბალანსებულია. საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა.

- აღნიშნეთ, რომ ფინეთის ნაკრები ტურიდან ტურამდე თამაშს აუმჯობესებდა. მაშინ, როდესაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს, საქართველოს და ფინეთის დონის ნაკრებები ფინალურ ეტაპზე მოხვედრას რამდენად შეძლებენ?

- რა თქმა უნდა, გვსურს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიოთ და საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ამ ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავეთ და გამორიცხული არაა, მომავალ შესარჩევ ციკლშიც იგივე გამეორდეს. ჩვენი მიზანი 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ ან 2018 წელს – მსოფლიო ჩემპიონატზე.

- ფინეთმა, საქართველოსთან და ბელარუსთან 4-4 ქულა აიღო. რომელი უფრო ძლიერი გუნდია საქართველო თუ ბელარუსი?

- ორივესთან თამაში საკმაოდ რთული იყო. გამიჭირდება ვთქვა, საქართველო უფრო ძლიერია თუ ბელარუსი. ჩვენი ფეხბურთელებს ასეთი დონის გუნდებთან, როგორიც ამ ჯგუფში გვყავდა, თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ. ფეხბურთელების დამსახურებაა, ჯგუფში მე-3 ადგილი რომ დავიკავეთ.

ლაშა თაბაგარი


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:24 | 14.04.2021
Bachana705 (373)

პოჩეტინოს თუ ლიგის მოგებაზე ოცნების გაგრძელება სურს, ჯობია დღეს ლივერპულის გასვლას უქომაგოს. ზიდანისნაირ ტაქტიკოსებთან შანსი არ აქვთ ასეთ ახალგამოჩეკილ ვითომ ტოპ-მწვრთნელებს. ფინალში მითუმეტეს.
მიუხედავად იმისა, რომ რეალიც არ თამაშობს ლიგის მომგები გუნდის თამაშს წელს. როგორც 2006-ის მუნდიალზე 1 კაცი აკეთებდა ყველაფერს ფრანგების რიგებში, ისევ ის 1 კაცი აკეთებს მადრიდელთაგან ახლაც. იმ განსხვავებით, რომ მოედნის ფარგლებს გარეთ დგას ხოლმე.

18:52 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

ბოატენგს მოკითხვა 2015-დან და 2009-ის ალმერიასავით პირველი ტაიმის 4-0-იც არ დაივიწყოთ))))მეორე ტაიმში სად გვეცალა ალმერიას დონის გუნდისთვის,მალაგა გვქონდა შაბათს სათამაშო და დავისვენეთ)))

18:19 | 14.04.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მე მგონია რო ბაიერნი ამ ორ მატჩში პსჟზე ცუდი არ ყოფილა საერთოდ პირიქით ბაიერნის ბევრ მომენტს ლევანდოვსკი და გნაბრი ჭირდებოდა მეტი არაფერი. მაგ ორ მოთამაშესთან ერთად ბაიერნი აშკარა ფავორიტი იყო. მიუხედავა მარცხისა ბაიერნი მაინც ყველაზე ძლიერი გუნდი მგონია დღეს. პსჟს ამის არ ვაკნინებ პირიქით ლიგის მთავარი ფავორიტი ახლა ეს გუნდი მგონია დროა ამ გუნდმა ლიგა დადოს.

17:47 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

8-2 da 7-0 istoriashi mo...ves raise barselonas Roma ataxsirebs)))) Cera mezareba iseti mzeobaa ukve eg barselonas))))

17:44 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:01 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

რომ ათამაშონ ეს ბაიერნი 2008-12 წლების ბარსასთან,ან თუნდაც 2014-17 წლების ბარსასთან,რასაც ქვია ხეტაფე გამოჩნდება ეს ბაიერნი))))

17:47 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

8-2 7-0 momaval shexvedramde)))))

16:59 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

ბაიერნის დედას ჩავტენე რა ბაიერნი,ერთხელ გააცუენ ისიც კორონას გამო ყველას რომ დავიწყებული ქონდა ფეხბურთი რა თამაში იყო საერთოდ.გნაბრი-კომანი-გორეცკა და ასეთი მზეები ბურთის მწმენდავებიც არ იქნებოდნენ ეპოქალურ ბარსელონაში და ესენი ამ ბაიერნს ეძახიან ეპოქალურს)))

20:46 | 14.04.2021
lexo1960 (414)

მე მგონი ფეხბურთი გესმის და რა უაზრობას წერ.შარშან ბაიერნი ათი თავით მაღლა იდგა ყველა გუნდზე.

16:55 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

უბრძოლია თურმე ბაიერნს არადა შვიდჯერ გადარჩა პირველ ტაიმში ჩუპომოტინგის გოლამდე.მზეზე აბზრიალა ნეიმარ-დიმარიას დუეტმა,ფოკუზები უტარეს.ბარსელონამ პარიზში პსჟ-ს თავზე დაახია ბურთი და თავისუფლად შეეძლო იმ 4-1-ის ამოღება პირველივე ტაიმში

15:52 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

Bayerns rac sheexeba tanabar brzolashi gavarda 3-3 cota igbali da gavidoda gnabrisac levandovski gorecka aklda gunds da bolomde ibrzoles, ai barselonas fanebs Ra uxariat ver gavige Roma 3-0, liverpulu 4-0, bayerni 8-2, psj 1-4, tenian da Ras tenian mag sacodavebs)))))))) Ra bayernze laparakobs tipi 8-2 gauyeres tavs lafi daasxes sashvilishvilod ))))))

15:40 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

Levandovski rogor daaklda orive tamashi amas laparakic are unda Ra andora undoda yvelaze mnoshvnelovan dros daitranva tipi, is orive gundi imsaxurebda gasvlas 3-3, miunchenshi zalian are gaumartla bayerns magram exla araferi eshveleba psj kargi gundia da ligasac moigebs Didi shansia

14:27 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=JshOK6bH2wQ')>0?'https://www.youtube.com/watch?v=JshOK6bH2wQ':'https://www.youtube.com/watch?v=JshOK6bH2wQ'))
ეს ერთი თამაშიც კმარა იმის მაგალითად რატომ დასახელდა ბარსა წინა დეკადის საუკეთესო გუნდად.მასეთი ფეხბურთი აღარ განმეორდება და მაგ გუნდი გააჩერეს და ამ ბაიერნზე მელაპარაკებიან,გორეცკაზე და გნაბრიზე

15:44 | 14.04.2021
bavaria-munchen5 (1844)

Eg gorecja da gnabrisac iyvnen to chaxades mag barselonas sashvilishvilod 8-2 Ra galaparakebs magis mere gaborotebuli sul baiernis xsenebash xar kubos ficramde gagyveba eg 8-2 ase room dacynardi da sheegue 7-0 8-2 ))))))))

16:52 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

მაგ ბარსელონასთვის არა მეცხვარეს ბარსელონას მოუგეს.მაგ ბარსელონასთან მთელი გერმანიის ისტორია ვერ მივა

14:18 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=RsBeZT4wdTM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=RsBeZT4wdTM':'https://www.youtube.com/watch?v=RsBeZT4wdTM'))
ეს ბარსელონა გააჩერეს ბიჭო ვინაა ეს ბაიერნი ამათთან.ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ისე ანადგურებდნენ ყველას,ტრაწს უჩენდნენ ისეთ მასტერკლასებს უტარებდნენ.მახსოვს ტოტალიზატორში თქვა ერთმა ტიპმა გააჩერებენ ამ ბარსელონასო და მართლაც სანაკრებოდან დაბრუნების შემდეგ გუნდი რომელიც თამაშს ხატავდა უბრალოდ დადგა და კი გააგდო ატლეტიკომ.ლა ლიგაშიც 3 თამაში წააგეს ზედიზედ და მანდაც დააძაბინეს ჩემპიონატი,თუმცა ლა ლიგა და თასი მაინც მოიგეს მერე რადგან დარჩენილი თამაშები ყველა მოიგეს,აი ლიგაზე კი ზედიზედ ორი არ მოაგებინეს

14:12 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

რაც შეეხება ბავარიას 4-5 თვის წინ ვთქვი მეოთხედფინალიდან აუდებენთქო და ისე კარგად აგიხდეთ ყველაფერი ცხოვრებაში როგორც ეს ნათქვამი ახდა.რა ბაიერნი რის ბაიერნი მესი-ნეიმარ-ინიესტას ბარსელონას აჩერებდნენ რომლებიც თამაშს ხატავდნენ,ეს ბაიერნი რა სახსენებელია სიტყვაზე 2015-16 სეზონის ბარსელონასთან რომელიც ნაგლურად გააჩერეს.რა კომანი რა სანე და რა გორეცკა,ამათ ვინ მოაგებინებდა ზედიზედ ორ ლიგას

14:00 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

რონალდინიოს გარდა ნეიმარის ტექნიკა არცერთ ბრაზილიელს არ ქონია თვით ფენომენსაც კი.ძაან მაგარ ნიჭს ანიავებს ტიპი თავისი პოხუისტობის გამო

13:55 | 14.04.2021
rorrr (2)

მეიტკნა ბავარია

13:48 | 14.04.2021
Joan Gamper (69)

გაედო ბოღმებს ბაირამ დუდუკში, ასეც ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ბავატია გავარდებოდა. Ცუდია ლევანდოვსკი როამ არ იყო, მაგას დააბრალებენ გერმანელები, არადა ლევანდოვსკიანადაც თავისივე ბავარიულ სარდელს უკან გაუკეთებდნენ მიუნხენელებს

12:20 | 14.04.2021
O. Mertskhali (8101)

ნეიმარი თავის არასერიოზულობას, მთელ გუნდს სდებს.. თუმცა, ისედაც არ არიან ბოლომდე სერიოზულები ))

13:14 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

არადა თუ წაუვიდა ნეიმარს თამაში ძაან მაგარი საყურებელია.მარტო ნეიმარის ყურება ჯობდა გუშინ მთელი ბაიერნის ყურებას,იქ დიმარია-მბაპემაც დაუმატეს კიდევ.მოკლედ ტექნიკის მასტერკლასი ჩაუტარეს ბავარიას და გაუშვეს სახლში.თუმცა მომენტების ვერგამოყენების გამო არ იყო გამორიცხული რომ დასჯილიყვნენ და ნამდვილად მეტი სერიოზულობა მართებდათ

13:22 | 14.04.2021
O. Mertskhali (8101)

კი, კარგი სანახაობა იყო - საცოდაობა იქნებოდა მაგათი გავარდნა..
ისე, მბაპეც გვარიანად დასახვეწია და დასახვეწად საკეთესო ადგილს მე ვურჩევ, თუ არ იცის

13:32 | 14.04.2021
Kobe Bean (21670)

იცის მგონი უკვე)))))))

0.089441