ფეხბურთი

20:20 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიქაელ ლაუდრუპი: “ვესტ ჰემთან” გამარჯვება შეგვეძლო’’

უელსის ”სუონსის’’ მთავარი მწვრთნელის მიქაელ ლაუდრუპის აზრით, მის გუნდს საშინაო მატჩში ,,ვესტ ჰემთან’’ გამარჯვება შეეძლო (შეხვედრა 0:0 დასრულდა). მატჩისშემდგომ ლაუდრუპმა “ჩაქუჩების” ფინელი მეკარე იუსი იასკელაინენი შეაქო და  გაიხსენა სემ ელერდაისის შეგირდების გამარჯვება “ტოტენჰემთან’’ 3 უპასუხო გოლით.

,,ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით, შეგვეძლო გამარჯვების მოპოვება. იასკელაინენმა შეასრულა რამდენიმე საოცარი ნახტომი, მისმა კარგმა თამაშმა შედეგზე გავლენა მოახდინა. ველოდებოდით რთულ შეხვედრას, გვახსოვდა მეტოქის გამარჯვება ,,უაით ჰართ ლეინზე’’.

,,ვიცოდით, მეტოქე ითამაშებდა 6 ნახევარმცველით, ცენტრფორვარდის გარეშე და ეს დამატებით სირთულეებს შეგვიქმნიდა. დედაქალაქელები პირველ ტაიმში საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ქმნიდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბურთის დაჭერა მოვახერხეთ. ვაკონტროლებდით თამაშს, თუმცა იასკელაინენმა მშვენივრად ითამაშა და ლონდონელებმა მიიღეს ის, რაც სურდათ – მოიპოვეს ერთი ქულა’’.

უელსური კლუბი სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება მერვე ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს’’.

დიმიტრი შარიქაძე

0.116785