ფეხბურთი

16:25 | 11.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მიონხენგლადბახელებმა კრუზე დაიმატეს

 

“ფრაიბურგის” ნახევარმცველი მაქს კრუზე მომდევნო სეზონიდან მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელმა “ბორუსიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში, კრუზე 9 გატანილი გოლით “ფრაიბურგის” საუკეთესო ბომბარდირია.

“ძალიან გვიხარია, რომ მაქს კრუზე შემოგვიერთდება. ის სწრაფი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენი შეტევის ხაზში თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია” – იუწყება მაქს ებერლის სიტყვებს “ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდი.

თეგებიმაქს კრუზე
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.12119
სარეკლამო ადგილი - 99
X x X