კალათბურთი

21:58 | 11.07.2013 | ნანახია 3725 - ჯერ

მინუს 58

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში მოთამაშე საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვასთან მარცხი განიცადა, თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც. დავით უსტიაშვილის შეგირდები ბალტიისპირელებთან 58 ქულის სხვაობით (!) – 49:107 დამარცხდნენ, რასაც ახსნა ძნელად თუ მოეძებნება.

ის, რომ შეხვედრა ქართველთათვის სამარცხვინო დასრულდებოდა, პირველივე მეოთხედში გამოჩნდა, რომელიც ლიტვამ 33:12 მოიგო. შემდგომში მეტოქე სხვაობას მეთოდურად ზრდიდა და ტემპი მხოლოდ დასკვნით მეოთხედშიღა (9:12) დააგდო, თორემ ანგარიში კიდევ უფრო საზარელი იქნებოდა.

ცხადია, თამაშის განხილვას არანაირი აზრი არ აქვს, ამდენად, მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს გაგაცნობთ: საქართველოს ნაკრები ლიტველებს მოხსნებში 29:55 ჩამორჩა, პასებში – 5:20, ხოლო ჩაჭრებში – 12:15. ქართველმა კალათბურთელებმა ბურთი 23-ჯერ დაკარგეს და 37 სამქულიანიდან მხოლოდ 6 ჩააგდეს, მაშინ როდესაც ლიტველებმა 28-დან 14 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. და ერთიც. ბალტიისპირელებმა 27 საჯარიმო შეასრულეს, ქართველებმა კი – 4.

ქართველ 20-წლამდელებს მომდევნო მატჩი 12 ივლისს საბერძნეთის წინააღმდეგ ელით, რომელმაც პირველ შეხვედრაში სერბეთს 79:73 სძლია, დღეს კი გერმანიას 65:59 მოუგო. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ხვალაც ძალიან რთული შეხვედრა ელის.

 

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. A დივიზიონი. ტალინი (ესტონეთი). A ჯგუფი. 400 მაყურებელი

საქართველო – ლიტვა 49:107 (12:33, 18:30, 10:32, 9:12)

საქართველო: ორმოცაძე (13 წ. 2 ქ.), ო.ფხაკაძე (20 წ. 15 მ. 3 ჩ.), ცირეკიძე (28 წ. 9 ქ. 5 მ.), როგავა (23 წ. 9 ქ.), გელაზონია (29 წ. 4 ქ. 6 მ.); რამიშვილი (7 წ.), გრძელიძე (4 წ.), გოგოძე (10 წ.), მიქელაძე (15 წ.), კვანტალიანი (23 წ. 5 ქ. 6 მ.), ჯინჭარაძე (13 წ. 5 ქ.).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gMaaPp3kIrM

 

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო


კომენტარები (69)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:40 | 13.07.2013
პინტურიჩიო10 (12662)

მეოთხე მეოთხეში წინააღმდეგობა გაგვიწევია ალბათ ლიტვამ 2 კალადბურთელი დატოვა პარკეტზე :დდდდდდდდ რა იყო ფარი არ ეკიდა იქით ტუ ორივე ფარი ჩვენს მხარეს იყო :დდდდ

01:43 | 13.07.2013
don karleone (116)

უსტიაშვილის მწვრთნელობა არ შეიძლება, კალათბურთში უხოელი მწვრთნელი გვჭირდება, უსტიაშვილი, ტუღუში, თორთლაძე, მგონი კიდევ კაზანჯიანი ჯობია ყველას, ნაცებივით ამათმაც სპორტში ჩარევა დაიწყეს მგონი

19:03 | 12.07.2013
sabonis (9584)

უცხოელი მწვრთნელები უნდა მოვიყვანოთ ნებისმიერ ასაკში ამ ეტაპზე თორემ კაი ხნით დაიძირება ჩვენი კალათბურთი.

15:48 | 12.07.2013
GOVEN (4940)

სისტემაა შესაცვლეი სისტემა! არასწორად მიდის აღზრდა კალათბურთელების! სისტემაში ადამიანებს არ ვგულისხმობ! ანუ აღზრდის სიტემა! შეხედეთ ჩვენს კალათბურთელებს კუნთის ნასახი არ აქვს და მერე შეხედეთ ლიტველებს! ჩვენთან ფიზიკას საერთოდ არ ექცევა ყურადღება! და უნიჭიერესი კალათბურთელები ანებებენ თავს თამაშს იმის შიშით რომ ტრავმა რომ მივიღო მერე რა ვქნა?! და ზოგი საბანკოზე აბარებს და ზოგი სამედიცინოზე! უნდა მიეხედოს ბავშვბეს, უფრო მეტად მოზარდებს და სწორედ აღიზარდონ!

15:34 | 12.07.2013
იკა..იუვე..10 (4132)

რა არის ეეს.. ძმაკაცობით და ახლობლობით შეაგროვეს ეს გუნდი თუ მართლა ნორმალური არავინ გვყავს ახალგაზრდებში.. ცოტა ძნელად დასაჯერებელია ახალგაზრდების ასეთი თამაში, კალათბურთის უცოდინრობის ზეიმია

13:07 | 12.07.2013
kipiani (570)

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000

10:19 | 12.07.2013
Sergio Ramos-CR7 (12995)

სირცხვილი

10:17 | 12.07.2013
javaxia (25)

აი ამიტომ უღალატა ბექამ გუნდს.მარკის დაგდება არ უნდოდა,თორემ ტრავმა რა შუაშია.იქნებ ასე სამარცხვინოთ არ წააგებდნენ.კაპიტანი რომ ასე მოიქცევა,შედეგიც შესაბამისია.მწვრთნელებზე საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა.თუმცა იტალიაში რომ იყო რომელი თამაში მოიგო.

10:03 | 12.07.2013
babu bebero (68)

აუუუუუუუუუუ ოეეე თოკოზე თოკოს სტატიაში წერეთ რააა....აქ კიდე...ვაფშე დუმილი უნდა იყოს...ეს მარაზმია უკვე...თუ ამ ტურნირის მერე უსტიაშვილი დარჩა მწვრთნელად მაგის .....

09:34 | 12.07.2013
BEERTRANCE (97819)

ვაი სირცხვილი. ახლანდელი თაობის მერე ალბათ ფეხბურთის ნაკრების ნაირები გვეყოლება კალათბურთი და მარტო რაგბი დაგვრჩება.

01:46 | 12.07.2013
isildur (544)

ეს მე როდის ვიწინასწარმეტყველე B დივიზიონი ბოლო ადგილით და სირცხვილით! B დან ვეგარასდროს გადმოვალთ, შენგელიასნაირს სად ველოდოთ

00:56 | 12.07.2013
ლიპო ლიპარტელიანი (34)

3 ასისტი აქვს და მინიმუმ 10 უნდა ჰქონდეს იმდენი მაზეს ამ კიტრებმა,

00:48 | 12.07.2013
darael (188)

ტეილოს 7 ასისტი თოკის 3, ორს აქვს 1-1 და დანარჩენს 0, რა კალათბურთზე და რა გუნდურობაზე უნდა ილაპარაკო, პროსტა თოკომ უნდა დაიკიდოს და თავის თავზე აიღოს, გამაზავს კიდევ ცადოს და ა.შ. ყველა ეგრე შვება

00:48 | 12.07.2013
ლიპო ლიპარტელიანი (34)

კიდი რაღაც სიურპრიზს ამზადებს,თოკოც არ იხარჯება ბოლომდე,ძალებს ევრობასკეტისთვის ინახავს,დაიწყება NBA და იქ გამოჩნდება თოკოს ნამდვილი ძალა,მანამდე ევრობასკეტზე

00:46 | 12.07.2013
tazo_kosta (704)

ისე 6 ჩაჭრა მოუგროვებია.პასებიც და მოხსნებიც +9 ქულას
ღმერთმა ქნას მართლა მხოლოდ უგუნებობის ბრალი იყო ეს ყველაფერი.მე მართლა მჯერა რომ სეზონს თოკო სულ სხვანაირად შეხვდება

00:45 | 12.07.2013
მადრიდისტა (17021)

თითქოს თამაში ეზარებოდა თოკოს უჯილკოდ თამაშობდა და ეს ყველა მის მოძრაობაში იგძნობოდა უბრალოდ ოდნავაც კი როცა ტემპს მოუმატებდა მაშინვე სასარგებლო იყო გუნდისთვის და მის კლასი ჩანდა

00:45 | 12.07.2013
geogreece (9768)

დასკვა:
მაგრად ეზარება აქ თამაში ტიპს არ უნდა და მოკალითძირითად გუნდთან NBA -ში უკეთესი სტატისტიკა ექნება დამიჯერეთ.წარმატებები თოკოს

00:44 | 12.07.2013
tazo_kosta (704)

იტოკში მე როგორც ვატყობ თოკო უჟილკოდ თამაშობს ამ სამერ ლიგას.ხოდა ვაცადოთ სეზონს როგორ დაიწყებს.მით უმეტეს წელს სათამაშო დრო გაზრდილი უნდა ჰქონდეს მკვეთრად.

00:46 | 12.07.2013
geogreece (9768)

მეც ეგრე ვფიქრობ ბრატ

00:44 | 12.07.2013
ToKo7 (38)

9 ქულა

00:40 | 12.07.2013
geogreece (9768)

უმარილო კიტრები :დ

00:38 | 12.07.2013
tazo_kosta (704)

ეს შესვლა მომეწონა

00:35 | 12.07.2013
ToKo7 (38)

ეუროპისთვის იმედია მზად იქნება

00:34 | 12.07.2013
tazo_kosta (704)

ეს ეარბოლი რაღა იყო . მომეშალა ნერვები რა. არადა ვიღაცა კიტრები არიან და თოკო მაგათთან შედარებით უნდა ბრწყინავდეს

00:34 | 12.07.2013
zebe (1174)

ისე თამაშობს თითქოს არუნდა თამაშიო საერთოდ ააცილა ფარს რაღაცა ხდება მაგის თავს

00:33 | 12.07.2013
michael_jordan (3195)

3 ქულიანზე რო მალაკო გააკეთა მანდ გამოჩნდა ფსიქოლოგიაც და ფიზიკური მომზადებაც ეგრევე გავთიშე ლინკი

00:32 | 12.07.2013
tazo_kosta (704)

პასს არ აძლევენ ერთია მაგრამ როდის გახსოვთ თოკოს ამდენს უფარებდნენ და ელემენტარულ შესვლას ვერ აკეთებდეს. არ ვიცი რა ჭირს მაგრამ თუ დარჩენა უნდა ამერიკაში,უნდა გამოფხიზლდეს

00:23 | 12.07.2013
ლიპო ლიპარტელიანი (34)

stripslashes((strlen('http://www.nba.com/games/20130711/HOUBKN/gameinfo.html?ls=slt')>0?'http://www.nba.com/games/20130711/HOUBKN/gameinfo.html?ls=slt':'http://www.nba.com/games/20130711/HOUBKN/gameinfo.html?ls=slt'))

00:19 | 12.07.2013
darael (188)

შარშანდელთან შედარებით თოკო მართლა დამძიმებულია, მაგრამ ტიპს პასს არ აძლევენ და მარტო ეგ და ტეილორი თამაშობენ გუნდურ პონტში, დანარცენი მაგარი ჯოგია

00:18 | 12.07.2013
geogreece (9768)

ტოკოს სტატისტიკა სად ვნახავ ამ ტამაშასის?იცით ვინმემ?

00:12 | 12.07.2013
qomagi (1575)

ფუუ, მოგ....ანთ თავმოყვარეობა ფედერაციას, მწვრთნელსაც და მოთამაშეებსაც!!!!
ბრუკლინის ნორმალური ლინკი არ იცით? აქ რაც მიუთითეს არ ხსნის წესიერად

00:19 | 12.07.2013
geogreece (9768)

სხვა არ არის

00:12 | 12.07.2013
geogreece (9768)

ტოკოს სტატისტიკა სად ვნახავ ამ ტამაშასის?იცით ვინმემ?

00:09 | 12.07.2013
michael_jordan (3195)

რავი ვუყურებ და ესე მგონია ძლივს დაძუნძულებს აშკარად ფიზიკურ მომზადებაში უჭIრს სროლას რო თავი დავანებოთ ვეღარც ლეიაფს აკეთებს

00:01 | 12.07.2013
tornike1011 (1307)

მესამე მეოთხედი კარგად დაიწყო.. გამთამაშებლად დააყენეს თუ რა ხდება ?

00:00 | 12.07.2013
geogreece (9768)

სააღოლ თოკო მიდი მასეგააგრძელე

23:48 | 11.07.2013
ToKo7 (38)

ცუდ ფორმაშია ძაან დამძიმებულია..

23:44 | 11.07.2013
zamza (283)

აუ თოკო საერთოდ აზრზე არაა, რეებს შვრება ტიპი ფუუუ

23:43 | 11.07.2013
geogreece (9768)

საჯარიმოებსაც ვერ აგდებს

23:42 | 11.07.2013
geogreece (9768)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:38 | 11.07.2013
baxt (1836)

ესენი როცა ჩვენი ძირითადი ნაკრების წევრები გახდებიან, მერე ალბათ ლუქსემბურგის დონის ნაკრები გვეყოლება...

23:37 | 11.07.2013
geogreece (9768)

თოკოს ძალიან მოკლებული აქვს მაგრად მოეშვა ამ ბიჭმა

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16071
სარეკლამო ადგილი - 99
X x X