სხვა

15:53 | 7.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მინუს 36 ისრაელიდან

სახელბურთო კლუბმა “სსაუ თბილისმა” ისრაელის წარმომადგენელ “ჰაპოელ რიშონ ლე ციონს” წინააღმდეგობა ვერც მეორე მატჩში გაუწია და 24:42 დამარცხდა. ამგვარად, ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის პირველ რაუნდის ორი შეხვედრის ჯამში, ქართული გუნდი 56:92 განადგურდა.
უსახსრობის გამო, “სსაუ თბილისს” ორივე თამაშის რიშონ ლე ციონში გამართვა მოუხდა და ფავორიტის რანგში ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა, ასეთი ანგარიშით წაგება მაინც გულდასაწყვეტია.
ამგვარი შედეგების შემდეგ, ქართული კლუბიდან ვინმეს გამორჩევა ძნელია, თუმცა, თბილისელთა მოთამაშე მწვრთნელის ტიტე კალანდაძის გარჯა მაინც უნდა აღვნიშნოთ. ტიტემ როგორც პირველ, ასევე მეორე შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ეს, ჩვენ უკვე ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ ევროპული ტურნირის მე-2 წრეში “ჰაპოელი” უკრაინულ “პორტივიკს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171047