ბელგიელი მეკარის, სიმონ მინოლეს კონკურენტის შესაძენად “ლივერპული” ამ ზაფხულს 5 მილიონ გირვანქას გამოყოფს. Daily Mail-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები ყველაზე სავარაუდო კანდიდატად “სუონსის” ჰოლანდიელ მეკარე მიშელ ვორმს მიიჩნევენ, რომელსაც უელსელებთან 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
ვორმი იგლისში 2011 წლიდან თამაშობს და პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეთა რიცხვშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია