სხვა

16:14 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

29 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ვეტერანი სპორტსმენები და მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე მწვრთნელები და სპეციალისტები საქართველოს სპორტის დამსახურებეული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

ამ ადამიანთა დაჯილდოება სამინისტროში არსებული, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭებისა და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის  გადაწყვეტილებით მოხდა.

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭათ:

1. სიმონ ზაქარაძე (დაბადებული 1957 წ.) – 1982 წლიდან მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებებში, დღეს მას უკავია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობა, არის ღირსების ორდენის კავალერი;

2. ვანო ავალიანი (დაბადებული 1953 წ.) – 1974 წლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის კათედრაზე, 2011 წლიდან იგი მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მთავარ სპეციალისტად (ფრენბურთი);

3. ვახტანგ ჩიტაძე (დაბადებული 1942 წ.) – ხულოს მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის მეთოდისტ მასწავლებელი, სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში, არის ღირსების ორდენის კავალერი;

4. პელო წულაია (დაბადებული 1941 წ.) – 1979-2003 წწ. მუშაობდა ქ. ფოთის სპორტკომიტეტში, 2003 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ფოთის სპორტისა და ტურიზმის სამსახურის მთავარ სპეციალისტად;

5. რომან ჩაჩიბაია (დაბადებული 1970 წ.) – 1986-88 წწ. მუშაობდა ქ. ფოთის  წყალსათხილამურო სპორტულ კლუბში, 1988-93 წწ. ქ. ფოთის წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში მწვრთნელად, 1993-2003 წწ. წყალსათხილამურო სპორტში საქართველოს ნაკრების უფროს მწვრთნელად. 2003 წლიდან დღემდე  არის წყალსათხილამურო სპორტის სკოლის დირექტორი;

6. ნუგზარ ლემონჯავა (დაბადებული 1949 წ.) – 1971 წლიდან მუშაობდა ფიზკულტურის პედაგოგად, 1976 წლიდან ქ. ფოთის სასპორტო სკოლაში მწვრთნელად შემდგომში სასწავლო ნაწილის გამგე, 1998-2005 წლებში “კოლხეთის” მწვრთნელად, 2005 წლიდან დღემდე ქ. ფოთის ფეხბურთის სასპორტო სკოლაში მთავარ მწვრთნელად, ხოლო შემდგომ დირექტორის მოადგილედ;

7. ვლადიმერ ახალკაცი (დაბადებული 1951 წ.) – საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი,  ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომის არჩეული წევრი, მინიჭებული აქვს მსოფლიო კრივის ფედერაციის ტექნიკური დელეგატის წოდება, არის აღმასკომის მსაჯთა კომისიის წევრი. იყო აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

8. შოთა ჯავახიშვილი – 1978 წლიდან მუშაობს ქ.ქუთაისის სპორტული სკოლის კალათბურთის მწვრთნელად.

9. ზურაბ მარკოზაშვილი (დაბადებული 1941 წ.) – 1990 წლიდან არის ააიპ “თელავის სპორტული გაერთიანების" მთავარი მწვრთნელი ჭადრაკში.

10. ჯონი ცივაძე (დაბადებული 1961 წ.) – ვეტერანი ველომრბოლელი, ველოსპორტში აჭარის ნაკრების მწვრთნელი.

11. ველოდი მიმინოშვილი (დაბადებული 1938 წ.) ვეტერანი  საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ფეხბურთში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

1. დარეჯან გეფერიძე (დაბადებული 1953 წ.) – ვეტერანი ხელბურთელი და ხელბურთის მწვრთნელი, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით.

2. ჯემალ კვანტალიანი – ვეტერანი მოკრივე, სპორტის დამსახურებული მუშაკი, კრივის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით;

3. გენადი გურალია – ვეტერანი სპორტსმენი,  წყალსათხილამურო სპორტში ტრამპლინიდან ხტომაში, ფიგურებსა და სლალომში მსოფლიო და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, წყალსათხილამურო სპორტში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის;

საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭოთ:

თბილისის “დინამოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით: ფირუზ კანთელაძე – თბილისის „დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი; დავით გოგია – თბილისის „დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი;

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.13492