ქართველმა კიკბოქსიორებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო ტურნირებზე. საქართველოს ნაკრების წევრები – დავით ჯავახია (75 კგ) და ხვიჩა ქოქუაშვილი (86 კგ) პრესტიჟული ტურნირების გამარჯვებულები გახდნენ.
დავით ჯავახიამ საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართულ ევროპის გრან-პრიზე მოიპოვა საჩემპიონო ქამარი, ხვიჩა ქოქუაშვილმა კი თურქეთში, ანთალიაში ჩატარებულ მოყვარულ სპორტსმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვა.
ევროპის გრან-პრი კიკბოქსინგში ყოველ
დავით ჯავახიამ გრან-პრის მოსაპოვებლად 2 ბრძოლა გამართა, ჯერ ევროპის ჩემპიონ ბულგარელ ათლეტს სძლია, ფინალში კი საფრანგეთის წარმომადგენელი მარტინ ვილფრედი დაამარცხა და მის კარიერაში მე-4 საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
4 ბრძოლა მოიგო ხვიჩა ქოქუაშვილმა, რომელმაც ფინალამდე ნორვეგიელი, თურქი და ალჟირელი მოწინააღმდეგეები ჩამოიცილა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი ხორვატი სპორტსმენი ნოკაუტით დაამარცხა.
ამ წარმატებული გამოსვლების შემდეგ, ქართველი კიკბოქსიორები საქართველოს კიკ-ბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტ – გოჩა ჯავახიასთან ერთად თბილისში დაბრუდნენ.
გაიმართა შეხვედრები მედიის წარმომადგენლებისათვის, კიკბოქსიორებს წარმატება მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრმა – ალექსანდრე ჭიკაიძემ, შემდეგ კი სპორტსმენებს, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი შეხვდა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
www.msy.gov.ge