სხვა

17:36 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი მესტიაში ხერგიანის მემორიალს დაესწრო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე აკაკი ლოდიასთან, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ასათიანთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 17 აგვისტოს მესტიას ეწვია და სპორტის დამსახურებული ოსტატის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონის ალპინიზმსა და კლდეზე ცოცვაში – მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალს დაესწრო.

ხერგიანის მემორიალზე, რომელსაც მესტიამ 14-17 აგვისტოს უმასპინძლა, შეჯიბრებები რთულ და სწრაფ ცოცვაში – მესტიის ცენტრში მდებარე სპორტულ დარბაზში, ხოლო ინდივიდუალურ ცოცვაში ბუნებრივ კლდეზე (მესტიის ცენტრიდან დაახლოებით 5-6 კმ. მანძილზე მდებარე კლდეები, მესტიის აეროპორტთან) გაიმართა.

მემორიალში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 50-მა საუკეთესო სპორტსმენა მიიღო, მათთან ერთად კი აზერბაიჯანის, სომხეთის და პოლონეთის გუნდებიც ვიხილეთ.

ტურნირს ორგანიზება საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გაუწიეს, მესტიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად.

 

მიხეილ ხერგიანის მემორიალის შედეგები. 14-17 აგვისტო, მესტია

რთული ცოცვა, ვაჟები

1. გიორგი გაბულდანი

2. ალმაცგირ კვიციანი

3. გიორგი ჯაფარიძე

 

რთული ცოცვა, გოგონები

1. თამუნა მელაძე

2. ფატი იოსელიანი

3. დარო რატიანი

 

სწრაფი ცოცვა, ვაჟები

1. გიგა ჯანხოთელი

2. გიორგი მუკბანიანი

3. გიორგი ჯაფარიძე

 

სწრაფი ცოცვა, გოგონები

1. დარო რატიანი

2. მარი ქურდიანი

3. აგნეშკა შზეპიელაკი

 

ინდივიდუალური ცოცვა ბუნებრივ კლდეზე

ვაჟები – გიორგი გაბულდანი

გოგონები – ფატი იოსელიანი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

0.199798