“მინესოტა” ცდილობს, საგაზაფხულო დედლაინის დადგომამდე (21 თებერვალი) საკუთარ რიგებში გადმოიყვანოს რუსი ცენტრალური თავდამსხმელი ტიმოფეი მოზგოვი. “თიმბერვულვზის” ხელმძვანელობამ “დენვერს” მოზგოვის სანაცვლოდ ბრენდონ როი და 2013 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი შესთავაზა, თუმცა “ნაგეთსმა” უარყო ეს წინადადება და ამჟამად კლუბები გაცვლის ახალ ვარიანტებზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდიანრე სეზონში ტიმოფეი მატჩში საშუალოდ 10 წუთს ატარებს პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 2,9 ქულას და 2,8 მოხსნას აგროვებს.