ლანჩხუთის “გურიამ” ექვსეულში ადგილი გაინაღდა: მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი განახლდა, დავით მახარაძის გუნდმა 3 მატჩში 6 ქულა აიღო, მათ შორის, უშუალო კონკურენტ გორის “დილას” გასვლაზე 2:0 სძლია. როგორც წესი, საკვანძო შეხვედრებისას ხშირია მითქმა-მოთქმა, ამ გუნდმა ამან “მისცა”, იმან უნდა “დაუბრუნოს” და ასე შემდეგ... მსგავსი რამ ითქვა “გურია”-“ჩიხურას” (2:0) შეხვედრის წინაც. ანუ, “ჩიხურა” ლანჩხუთელებს უნდა დახმარებოდა ექვსეულში შესვლაში, შემდეგ კი, ექვსეულში გარანტირებული 6 ქულა აეღო “გურიასგან”.
ლანჩხუთელთა მეკარე მინდია ბობღიაშვილი “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უსამართლო შეურაცხყოფაა.
- მინდა ყველას ვუთხრა, რომ “გურია” სუფთად თამაშობს და ჩირქს ნუ გვცხებენ. ყველაფერი ჩავდეთ “ჩიხურასთან” მოსაგებად, ამ დროს კი მესმის, რომ თურმე ეს 3 ქულა უჩუქებიათ და მერე ჩვენ 6 ქულა უნდა დავუბრუნოთ. სოციალურ ქსელებში წავიკითხე ამის შესახებ. ჭორებსაც ვერ დავარქმევ, ეს შეურაცხყოფაა. მაშინ, კიდევ ბევრ მატჩზე შეიძლება ასე საუბარი. რაღაცას იტყვის ერთი, მერე აიტაცებს მეორე, მესამე... თუ ასეა, “დილას” გასვლაზე როგორ მოვუგეთ? ჩვენი კონკურენტია, მასაც “ჩიხურასავით” ხომ არ ჰქონია ექვსეული განაღდებული. ბევრს გაუკვირდა, რომ ფაქტობრივად შეკრებაგაუვლელი გუნდი ექვსეულში შევიდა. ახალი გუნდი შეიქმნა და ახალწვეულებმა ღირსეულად შეცვალეს გუნდიდან წასული ფეხბურთელები. ხელმძღვანელობაც გვერდში დაგვიდგა. ცალკე სათქმელია მწვრთნელების დამსახურება: დავით მახარაძემ და მისმა შტაბმა დაამტკიცა ცოდნა და პროფესიონალიზმი.
- ლანჩხუთში ჩაატარეთ ორი მატჩი. მინდორი, როგორც ვიდეოდან ჩანს, ცუდ მდგომარეობაშია.
- უვარგისიაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ მოვლა სჭირდება. ამბობენ, გავაკეთებთო. ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს.
- ფინანსურად როგორ არის საქმე? დავალიანება რაც იყო, გასტუმრებულია?
- მთლიანად არაა გასტუმრებული. ცდილობენ, ყველაფერი მოაწესრიგონ და მეც მჯერა, რომ “გურიას” კარგი მომავალი აქვს.
- ვარჯიშებს სად ატარებთ?
- ურეკში ვართ დაბინავებულნი და იქვე ვვარჯიშობთ. კარგი პირობებია და ნელ-ნელა ეს ჩვენს თამაშზე ისახება. უფრო გავაუმჯობესებთ თამაშს და ექვსეულში მოტივაციადაკარგულები არ ვიქნებით.
- მთლიანობაში, მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ?
- პირადად ჩემს თამაშს რაც შეეხება, თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, ნორმალურად ვთამაშობ. ჩემპიონატის დონე კი – მიმდინარე სეზონი იმით გამოირჩევა, რომ დაძაბულობა მეტია. ბევრი თანაბარი დონის გუნდია. მსაჯობაზე ვიტყოდი, რომ შარშანდელთან შედარებით გამოსწორებულია. ყოფილა შემთხვევები, როცა ცხელ გულზე მითქვამს მათზე უარყოფითად, მაგრამ მერე დავფიქრებულვარ და ეს უბრალოდ შეცდომა ყოფილა. შეცდომა კი ყველას მოსდის. მთავარია, მიზანმიმართული არ იყოს.
- დავით მახარაძე შეაქეთ და უფრო კონკრეტულად, რას იტყოდით მასზე?
- 14 თუ 15 მწვრთნელთან მიმუშავია და მახარაძეს მათ შორის, სამეულში შევიყვანდი. ასევე, ხვიჩა ქასრაშვილსა და გიორგი ყიფიანს გამოვარჩევდი. მომწონს პრინციპული და გაბედული მწვრთნელები. მაგალითად, “ჩიხურასთან” 1:0 ვიგებდით და მახარაძემ დამატებით თავდამსხმელი შემოიყვანა. სწორედ მან (ნიქაბაძე) გაიტანა კიდეც მეორე გოლი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა ჰეე თQვენ იცით @D



მიდი გურია ევროსაგზური დადეთ, ჩოხატაურელი ვარ მარა ლანჩხუთის გურიას გულით და სულით ვგულშემატკივრობ, ბოლო ბოლო უმაღლესში გურიის რეგიონს წარმოადგენს და წესით ყველა გურულს უნდა უხაროდეს მათი წარმატება. "ბახმარო" ვერ მყავს ჯანზე სამწუხაროდ მარა არაუშავს, არც არასდროს ყოფილა დიდი მიზნებისთვის მებრძოლი
აქ ბევრი კომენტარი წავიკიტხე და რომელ ტამასჰის მიცემაზეა საუბარი როდესაც გუნდს წინა თამაში 5-1 ქონდა წაგებული . ხდება როდესაც ფავორიტი გუნდი ვერ თამაშობს . შეიძლება ცუდი შედარება მომყავსმაგრამ 2 დღის წინ კარგად ვნახეტ თუ როგორ წააგო ბარსელონამ რომელსაც დზალიან ჭირდებოდა ქულები აუტსაიდერთად ასე რომ არავიტარი ტამაშის მიცემა და ეგეთები. ისიც კარგად ვნახეთ თუ როგორ მოუგო გურიამ დინამოს წინა წრეში და ბევრ სერიოზულ გუნდს . მინდორზე კიდე იმას ვიტყვი რომ მართლაც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში მაგრამ 22 ფეხბურთელიდან ყველას რომ პლასმასის შიპიანი ბუცი აცვია მაგის ბრალია . ეს სტადიონი ყოველდღე ირწყვება და ყველას კარგი ბუცი უდნა ეცვას და არ მოეჩვენებად ცუდ მინდვრად



როგორც გურულები იტყვიან ერთი "აბდრული" უნდა ვთქვა ამ ჩუენსუსათვის ხომ არ მიგვეცა საქართველოს მოქალაქეობა როგორც ვუYურებ მაგნაირი მარჯვენა მცველი ჩვენს ნაკრებს არ ყავს შეტავაში კარგად მიდის დაცვაში კაცი ვერ გაექცევა, ფიზიკაშიც კარგია და ტექნიკურიცაა.
დინამო 2-3 მეტალურგი
ოზურგეთელო,
ვიდეო მატჩის დღესვე ვნახე ...
ჩვენი საფეხბურთო პრობლემების შემხედვარე შესაძლებელია მასეთი ეჭვი გაჩნდეს, მაგრამ მე სუფთა მოგება მგონია და გეტყვი ჩემს არგუმენტებს:
1. ეს ნახევრად მშიერი გუნდი პირწმინდად მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდა და ისიც 5-1 ასე, რომ "შურისძიების: სურვილი დიდი იყო
2. ჩიხურასთან ყოველთვის მაგრად უჭირდა და ახლა ნაკლებ მოტივირებული მეტოქე კარგ დროს გამოიჭირეს
3. სტადიონი და ბალახი ისეთ მდგომარეობაშია, გასაკვირი არ იქნებოდა ეგეთი შეცდომა
4. ფეხბურთელებიც ვერ გვყავს მასეთი დონის, რომ თან არამოტივირებულებმა თან მატჩის ბოლოსკენ მასეთ სტადიონზე თავისი დადებითი მხარეების ჩვენება შეძლონ მხოლოდ
5. ვიცი რა გურულების, უფრო სწორედ ლანჩხუთლების გულშემატკივრობა და ფეხბურთელებისა და მათი დამოკიდებულება - ღალატი და ჯანმრთელობისთვის სახიფათოც კი იქნებ ამათი მხრიდან ზედა ექვსეულში შინ თამაშის ძალად დათმობა.
ასე რომ შეიძლება ჩიხურას შეუთანხმდნენ კიდეც, მაგრამ „გადაგდება“ არ აცდებათ
ლინკი ვნახე...
DD კაროჩე რა...
აბა ვინ ნახა ვიდეო???
ოზურგეთლებმა გურიაზე რაღა უნდა თქვათ ისე წავიდა თქვენი საქმე ბახმაროსაც ვეღარ ჯობიხართ.DDDDD
Jordano რამდენჯერ დავწერო რომ არავის საქმეა მე ვის უბალეშიკებ და დინამო ბაზარი არააა ყოველთვის უგულშEმატკივრებ ბოლნისზე რა მოგახსენო :*********.
Jordano გამწარება რა შუაშია მე ჩEმი აზრი გამოვთქვი და ასე მგონია.მერე რა რომ ოზურგეთEლი ვარ ლანჩხუთს რატო უნდა ვბალეშიკობდე?????
ბოლნისს უბალეშიკე ძმა ან დინამოს მიაწექი )))))
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?v=273587309467018&set=vb.100004472531193&type=2&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?v=273587309467018&set=vb.100004472531193&type=2&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?v=273587309467018&set=vb.100004472531193&type=2&theater;')) აჰა ლინკი ვისაც უნდა
რა მიცემ მოცემობაზე საუბრობთ ჩიხურას ზესტაფონი დააჯდა ქულებით და ეგ ბოროტი აზრები ტქვენთვის დაიტოვეთ აი ნახავთ საჩხერე მეორე თამაშს ლანჩხუთიდან ქულას თუ წაიღებს.
დაველოდოთ
))
დაელოდე მერე გურული კაცი რამ გაგამწარა? ))
არავის საქმე არაა მე ვისკენ ვიქნები გასაგებია ჩEმი ძმა giagraneli?????? მეორე გოლზე არაფერი იეჭვე?????
მომეცი ლინკი. თუმცა გურიაში ეჭვი არაფრის დიდებით შემეპარება.
შეიძლება მეტოქემ არამოტივირებულად ითამაშოს ამით ისარგებლოს იმან ვინც მოტივირებულია(თან გუნდი წინა თამაშს 1:5 ს რომ აგებს) რატომ არ უნდა წააგოს მეორეც?
) გურიასთან მიმართებაში ასეთი საუბრები თუ არის, არის იმათ მხრიდან ვინებიც უფრო მეტი ბიუჯეტით და დაფინანსებით 6 ულს მიღმა აღმოჩნდნენ. ლანჩხუთის გურია კიდე, ნახევარი ჩემპიონატი დაფინანსების გარეშე თამაშობდა. გმადლობთ ყურადღებისთვის!
წარმატებები გურულებო!
ვინმემ თუ ნახეთ ვიდეო დარწმინ დები
თ რომ ჩიხურამ მისცა განსაკუთრებით მეორე გოლიი.ახლა არ დაიწყოთ მინუსები ეს სიმართლეა.გურია კიდე ორივე თAმაშს მიცემს
აი 100 %, ზუსტად ეგ ვიფიქრე მეორე გოლზე, ესე უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი.. ტიპს შეეძლო ბურთის მოგერიება და ფეხი გააჩერა..
ნახეთ ყველამ ეგ გოლი და მერე ილაპარაკეთ
ეგ მოედნის ბრალი იყო.
გურული მაინც რა იყო მეგობარო, თუ ოზურგეთელი არ ქომაგობს ლანჩხუთს?
)) ოზურგეთის მერცხალი არ გაგიფრინდეთ არსად
))
ვინ დამიწერა მინუსი ერთი თქვას თუ არაა სიმართლე
"Gurias" da yvela qartul klubs warmatebebs vusurveb! Magram gatamashebis formati rom shesacvlelia, amas albat yvela vxvdebit da nutu federaciashi amas ver xvdebian??? Sanam aseti sistema iarsebebs mudam iqneba, aramxolod "saeWvo matchebi", aramed martlac "agheb-micemoba"! Ar damiwyot axla chveni federaciis, klubebisa tu calkeuli fexburtelebis "sispetakesa" da "umankoebaze" saubari! Yvelas ar vgulisxmob, ra tqma unda...
წარმატებები
გურია წინ.