კალათბურთი

22:24 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილოშევიჩმა “ოლიმპიდან” “დინამოში” გადაინაცვლა

 

ჩერნოგორილემა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, საქართველოს ვიცეჩემპიონ “ოლიმპის” აწ უკვე ყოფილმა წევრმა სტეფან მილოშევიჩმა (03.10.85. 211 სმ,210 კგ) ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “დინამოში” გადაინაცვლა,  რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.  ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

 თუ გავითვალისწინებთ , რომ 2013-14 წლების სეზონში მილოშევიჩის თანაგუნდელები სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელები ( გიორგი გამყრელიძე, ქიენ კარტერი, ბესიკ ლეჟავა...) იქნებიან, “დინამოს” კარგი შანსი აქვს სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ მილოშევიჩს, საქართველოში, “ოლიმპის”გარდა “სოხუმშიც” აქვს ნათამაშები.

0.154187