“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი მარიო ბალოტელიზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას იტალიელი უკვე ენატრება.
“მარიო ძალიან მენატრება. ის შეშლილი იყო, რომელსაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა. ზოგჯერ, გეჩვენებოდა, რომ გასახდელში 12 წლის ბიჭი გვყავდა.
თუმცა, ბალოტელი კარგი ადამიანია. ის უწყინარია და იმედი მაქვს, რომ “მილანში”, მას ყველაფერი კარგად აეწყობა. ბალოტელი დიდი ნიჭის მქონე ადამიანია და იმედია, ის იტალიაში გაიბრწყინებს.
ბალოტელისთვის აუცილებელია, რომ ის რამით დაკავებული იყოს. შობის დროს, ბავშვებთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. სანამ მარიოს გამოსვლის ჯერი დადგებოდა, მას ნახევარი საათი უნდა მოეცადა. ვფიქრობდით: “რა მოვუხერხოთ მას? ის ყველაფერს გააფუჭებს”. ბოლოს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა, მას iPad-ი მისცა, რათა მარიოს Angry Birds-ი ეთამაშა. სანამ ბალოტელის ჯერი მოვიდოდა, საჭირო იყო მისი გართობა. მაგრამ როდესაც მისი რიგი მოვიდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.” – იხსენებს ჯეიმს მილნერი.